რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 6 ივლისს ვაჟა-ფშაველა ექიმებმა ივანე გომართელმა, სპირიდონ ვირსალაძემ, ვლადიმერ მახვილაძემ, შალვა მიქელაძემ და გრიგოლ მუხაძემ გასინჯეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს მარ. დ. ჭანკვეტაძემ საქარაში პირველი ქართული საქველმოქმედო საღამო გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს ბაქოში ევტიხ თალაკვაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „უმუშევარნი“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ანთიმოზ ირაკლის ძე ლორია ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 18-20 მარტს ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ანთიმოზ ირაკლის ძე ლორია სამტრედიის რაიონის სოფ. ტოლებში დაკრძალეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გერმანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭინათში დაკრძალეს.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ალი ხასანის ძე ასათიანი ბათუმის მაზრის სოფ. ორთაბათუმში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ჩოხატაურის რაიონის სოფ. ნაბეღლავის მცხოვრები დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს სოფელ დვაბზუში აჯანყებულებმა შალვა ურუშაძე და თედო ხურციძე მოკლეს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ დვაბზუში აჯანყებულებთან შეტაკების დროს დაიღუპა მაკარ ართილაყვა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში სოფელ დვაბზუში იარაღის აყრის დროს აჯანყებულებმა ერასტო ღლონტი მოკლეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით არონ ყიფშიძე დააპატიმრა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით ალექსანდრე სამხარაძე დააპატიმრა.

