რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი მზარდობით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრებმა პავლე გაჩეჩილაძემ და დიმიტრი კოჭლაძემ არალეგალური ტიპოგრაფია მოაწყვეს დავით ბორისოვის ბინაზე (თამარის ქ. N39-ში), სადაც ადრე ივანე რატიშვილი ცხოვრობდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს პავლე გაჩეჩილაძისა და დიმიტრი კოჭლაძის დაპატიმრების შემდეგ მენშევიკების არალეგალური სტამბა გადაიტანეს მიკაელიანცის სახლში, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაშლილს ინახავდნენ. სექტემბერში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის, ვასილ კაპანაძის წინადადებით და ბეჟან დოლიძის დახმარებით ტიპოგრაფია დიდუბეში, მებაღე ანდრია ყოჩიშვილის ბინაში, მოაწყვეს. ბოლოს კი ისევ მიკაელიანცის სახლში მიიტანეს. 24 დეკემბერს სტამბა ჩეკისტებმა აღმოაჩინეს. მიკაელიანცის გარდა დანაშაული ყველამ აღიარა.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წელს დაპატიმრებულ არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცს ჰყავდა მამა, ზაქარია – 60 წლის, მუშა; დედა, ნინა – 45 წლის, დიასახლისი; ძმები: ივანე – 16 წლის, მოსწავლე; გიორგი – 11 წლის, მოსწავლე; იოსები – 17 წლის, მოსწავლე.
1923
ტიპი: მფლობელობა
1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს ჰქონდა სახლები ბათუმსა და ოზურგეთში.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს ჰყავდა მეუღლე ნინა მიხეილის ასული, დიასახლისი, მცხოვრები ახალციხეში, 43 წლის, ანკეტაში სხვაგან მითითებულია 33 წელი.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძე სოფ. ქვემო ალვანში დააკავეს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობისათვის. საქმის მიხედვით, იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს პროდუქტს აწვდიდა, როცა ისინი ალვანის რაიონში იმყოფებოდნენ და მათ მითითებებს ასრულებდა.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის საქმის მიხედვით, ის იყო სოციალური წარმოშობით გლეხი, საშუალოზე დაბალი სოციალური სტატუსისა.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წელს კონტრრევოლუციონერებთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძეს ჰყავდა მუუღლე მარგო – 22 წლის, მცხოვრები ქვემო ალვანში და შვილი ანა – 3 წლის, მცხოვრები ქვემო ალვანში.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წელს დაკავებულ არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილს ჰყავდა მეუღლე ეთერ ხოხობაშვილი, 25 წლის, დიასახლისი.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტერი იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე თბილისის პედაგოგიურ მუზეუმში მუშაობდა.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1923-დან 1926 წლამდე იგი პრაღის უნივერსიტეტში სწავლობდა. იურისტის ხარისხის მისაღებად დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „სხვისი ქონების მიტაცება 1845, 1903 და 1922 წ.წ. სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვით“.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი კირპიჩნის შესახვევის №12-ში ცხოვრობდა.

