საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87097

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ხელაძე დახვრიტა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში სორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, გიორგი ხელაძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 30 წლის ალექსანდრე საყვარელიძე დახვრიტა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 2 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა 19 წლის სიმონ ანდრონიკაშვილის მიერ 16 წლის ანა აბაშიძის გატაცების საქმე და დაადგინა, ბრალდებულს ჩამორთმეოდა ხარისხი და ქონება და 4 წლით გადასახლებულიყო ციმბირში მადნის სათხრელ სამუშაოებზე, ხოლო მის მამას, დავით ანდრონიკოვს, რომლმაც ხელი შეუწყო ვაჟს, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; იგივე ბრალდებით 2-თვიანი და 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ბრალდებულის დას, მარიამ ანდრონიკაშვილსა და ბიძას, გრიგოლ მაყაშვილს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე საყვარელიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 10 იანვარს ქ. განჯაში გარდაიცვალა თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ტარსაიძე.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის თანახმად, ალექსანდრე საყვარელიძე იყო აზნაური.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს გაზეთი „დროება“ გაზეთ „Кавказь“-ში დროზდოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გასულ ზამთარს სტეფანწმინდასა და მლეთაში ჩამოწოლილ ზვავებს მნიშვნელოვნად დაუზიანებია ამიერკავკასიის სამხედრო გზა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 5 აგვისტოს თბილისის სასამართლო პალატის სამსჯავრო განყოფილებაში დაინიშნა სააპელაციო საქმის განხილვა ელიზავეტოპოლის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მოქალაქე სეიდ მამედ ჰაჯი-ქერიმ-ოღლის ბრალად ედებოდა შუშის მცხოვრების, არუთინა ვასკანოვის დაკვეთილი მკლველობის დაფინანსება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა წერილი მისწერა იტალიის პრეზიდენტს მოსალოდნელი საფრთხისა და რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროების თაობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს გორის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა გორის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება. თავისი ნებით წასული სარევიზიო კომისიის წევრების ნაცვლად აირჩიეს ორი წევრი – პარმენ ჯაფარიძე და დიმიტრი დიასამიძე, ხაზინადრად – ექიმი ნიკო გაჩეჩილაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის იანვარში კავკავში გარდაიცვალა მიხეილ ბურდული, რომელსაც დიდი ბიბლიოთეკა დარჩა. განსვენებულის ძმამ ეს ბიბლიოთეკა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას გადასცა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 თებერვის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ საეკლესიო ფრესკების გამოფენა დაიხურებოდა 19 თებერვალს და განზრახული ექვთიმე თაყაიშვილის ლექცია არ ჩატარდებოდა დიდმარხვის პირველი კვირის გამო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და „რუსკაია ვოლიას" თანარედაქტორმა ნიკო ნიკოლაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე „თავისუფალი საქართველო".

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ცნობილმა მომღერალმა კოტე ფოცხვერაშვილმა შეადგინა ახალი რევოლუციონური ქართული ჰიმნი, რომელიც უკვე იბეჭდებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ივლისში სამეცნიერო აკადემიის სიტყვა-კაზმული მწერლობის განყოფილებამ საპატიო წევრის კანდიდატად დაასახელა დრამატურგი ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 28 წლის გრიგოლ (გრიშა) ჯორბენაძე დახვრიტა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ (გრიშა) ჯორბენაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.