რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 ოქტომბერს გამართულ ქალაქის სკოლათა გამგეობის კრებას ხელმძღვანელობდა სკოლათა გამგე-კომისიის თავმჯდომარე ი. ს. ალიხანოვი. კრებაზე განიხილეს მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოადგიეეს „პატარა კახი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკ. თუშმელაშვილი, ვ. ეპიტაშვილი, ნ. სიდამონიძე, გრიგოლ მომცემლიძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს მარტყოფის თეატრ-სამკითხველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს რახიელ ბეჟანიშვილმა, მასწავლებელმა ელენე კუხიანიძემ და ღვთისო სალთხუციშვილმა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ავჭალაში გაჩნდა დიფტერია, მთავრობამ მაზრის ექიმი კლიაჩინი გაგზავნა ავადმყოფთა დასახმარებლად.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივლისში ომში დაჭრილი ლავრენტი იოსების ძე ბერიძე კიევის ერთ-ერთ ლაზარეთში მკურნალობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ქეთო კალაძე, დ. ძნელაძე, ნ. სიხარულიძე, მ. ქუთათელაძე, ვასილ ხოზბერაშვილი, დ. სხილაძე, ს. პაპუნაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: სვიმონ დევდარიანი, ალექსანდრე კორძაია, მ. კვალიაშვილი, გრიგოლ დევდარიანი, ან. კოკელიძე, მ. რევაზიშვილი, ვ. მაღრაძე და სხვ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 აგვისტოს მსახიობმა შალვა დადიანმა სურამში გამართულ სალიტერატურო და საცეკვაო საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე სარაჯიშვილმა ავლაბარში ქალთა პროფესიული სკოლის დასაარსებლად და შესანახად 50 000 მანეთი უანდერძა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს XI წითელი არმიის სარდალმა ბათუმის მიმართულებით შეტევაზე გადასული ჯარის ხელმძღვანელებად ნ. ვ. კუიბიშევი და პოლიტკომისარი მ. ლისოვსკი დანიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ბათუმის გასათავისუფლებლად მხოლოდ ქართველები იბრძოდნენ. ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია არც ბათუმში მყოფ საბჭოთა კავალერიას, რომელსაც დიმიტრი ჟლობა მეთაურობდა, და არც ქუთაისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ვაგონებით შემოყვანილ წითელი არმიის ქვეითთა შენაერთებს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 12 და 14 აგვისტოს შკურინსკის პოლკმა და პოლკოვნიკ ნაკაშიძის ჯარმა ვედენოში აჯანყებულები დაამარცხეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ შექმნა კომისია, რომელსაც მინდობილი ჰქონდა პურით ვაჭრობის საკითხის განხილა. კომისიამ განიხილა ალექსანდრე ევანგულოვის მოხსენება კავკასიაში სასოფლო-სამეურნეო ნაწარმისთვის ბირჟისა და ელევატორების დაარსების შესახებ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ ფოთში, ელიზბარ ბაბალოვის წიგნის მაღზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ სამტრედიაში, იორდანე სიხარულიძის წიგნის მაღზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ ქუთაისში, კონსტანტინე მესხის წიგნის მაღზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ მეჯვრისხევში, მოსე ნათაძის მაღზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ ცხინვალში, ივანე თაქთაქოვის მაღზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 ნოემბრის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „რძალი, მული და მეშენიკები“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღზიაში იყიდებოდა.

