საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89453

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმი 21 მაისს, ოპერის თეატრში დასწრებოდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს და იუბილარისთვის მიერთმია საზოგადოების რჩეული გამოცემები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს მიმართვა, რომ 21 მაისს, ოპერის თეატრში მართავდნენ ცნობილი მწიგნობრის ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭოს თხოვნა, რომ პრეზიდიუმის შემადგენლობით დასწრებოდნენ 21 მაისს ოპერის თეატრში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის 50 წლიანი მოღვაწეობის იუბილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილი წერილის „საქართველოს საკითხი გენუაში“ ცნობით, კონფერენციაზე რუსეთის საქმეებისთვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარე იყო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი შანცერი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N22) ცნობით გენუის კონფერენციაზე რუსეთის საქმეებისთვის გამოყოფილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის, იაპონიის, ბელგიის, შვეიცარიის, შვეციის, პოლონეთის და რუმინეთის პირველი დელეგატები. ამ კომისიაში შვეციის დელეგატმა, პრემიერმა კარლ ბრანტინგმა წაიკითხა აკაკი ჩხენკელის დეპეშა და დაიცვა მისი აზრი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა ვარლამ ჩერქეზიშვილის „წერილი ჩიჩერინს“, სრული ტექსტი

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N22) ცნობით, გაზ. „პეპლში“ დაიბეჭდა მხცოვანი ქართველი რევოლუციონერის, ვარლამ ჩერქეზიშვილის ღია წერილი, რომლითაც მიმართა გენუაში მყოფ მოსკოვის საგარეო საქმეთა კომისარ ჩიჩერინს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა აკაკი ჩხენკელის „მიმართვა შანცერისადმი 3 მაისს“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „შა6ცერის მიმართვა ჩიჩერინისადმი საქართველოს გამო“.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 10 მაისს სტამბოლში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ქუთაისის რაბინი რუბენ ელუაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „მემორანდუმი 11 აპრილისა, გადაცემული გენუის კონფერენციისთვის“, რომელსაც ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „ნოტა, რომელიც გადაეცა 3 მაისს გენუის კონ. თავმჯდომარეს ს. ფაქტას“, რომელსაც ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა „შანცერის მიმართვა ჩიჩერინისადმი საქართველოს გამო“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების წევრ ივანე პაატაშვილს დაავალა, ზომები მიეღო წიგნის მაღაზიის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 24 მაისს არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა ბათუმში, დემონსტრაციაზე, დააპატიმრეს. ის აბაშიდან დილის 8 საათზე ჩავიდა ბათუმში, 11-ზე კი დააპატიმრეს და ჩამოართვეს ტყავის საფულე და რამდენიმე პირადი საბუთი.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1922 წლის 24 მაისს დაკავებულ არქიფო დუტუს ძე ჩაჩავას ჰყავდა: დედა, მატრონა – 57 წლის, ოჯახის დიასახლისი; და, მარია – 22 წლის დიასახლისი; ძმა, ვარლამი – 32 წლის, ფერშალი, მცხოვრებნი აბაშაში.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 24 მაისის დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დავით ლეჟავა 5 დღით დააპატიმრა ქუთაისის პოლიტბიურომ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 30 მაისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილ მიმართვაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, შეესწავლათ ამ საკითხთან დაკავშირებული მასალები.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებმა დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანმა ერთ კვირაში დაათვალიერეს საზოგადოების მუზეუმი, ფიქრის გორა, ილია ჭავჭავაძის სახლი, შეამოწმეს წიგნის მაღაზია, მაღაზიასთან მდებარე საწყობი, კანცელარია, კლიშეები და შეადარეს ანგარიშები მთავარ და დამხმარე დავთრებთან.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი ივნისიდან გამოიცა გიორგი ლეონიძის ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“. ეს იყო პირველი ქართული პერიოდული გაზეთი, რომელიც წლის ბოლომდე რეგულარულად გამოდიოდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თვამჯდომარემ ნინო ნაკაშიძემ და მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ივანე გიორგის ძე ავალიშვილს ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილი სხვადასხვა ნივთის გამგეობის ბინაში გადმოტანა მიანდეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ხელოვანთა კავშირისთვის უფლება მიეცათ ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი დაეკრძალათ ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.