რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სერგო ჩერეპნოვი სამსახურიდან ავადმყოფობის გამოერთი თვით გათავისუფლდა, დაბრუნებამდე მისი მოვალეობის აღმსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე ნესტორ ჩხატარაიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ინგლისელთა მისიამ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში გზავნიდა პოლიტიკურ მისიას ოლივერ უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ერქმეოდა ბრიტანეთის მთავარი კომისარი. მისია მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის მთავრობებთან კავშირის შეკვრას და მათთვის რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაცნობას.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ოლივერ უორდროპი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ძმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა გედევანიშვილმა თბილისის კომენდანტის მოვალეობა მაიორ ფურცელაძეს დააკისრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დუშეთში დაარსდა ჯარისკაცთა მოძრავი უნივერსიტეტი. ლექტორები ლექციების წასაკითხად დარიალსა და სხვა სასაზღვრო ობიექტებზე იგზავნებოდნენ. ამ პროცესების სამართავად კულტურულ-საგანმანათლებლო კომისია შედგა, რომლის წევრებიც იყვნენ: ნ. ჩიმაკიძე, ალექსიშვილი და ნ. წივწივაძე. ამ წელს გადაწყდა დუშეთში მოძრავი ბიბლიოთეკის მოწყობაც.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პოლკოვნიკი დავით ერდიშხანის ძე ქარცივაძე სიღნაღის რაზმის უფროსი იყო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციის უფროსის დადგენილებით, ეზოებისა და სავაჭრო დაწესებულებათა უსუფთაოდ შენახვისათვის 500 მანეთით დააჯარიმეს თავართქილაძე, სააქოვი და სხვ., რომელთაც ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში 1 თვით ციხეში ჩასმა ემუქრებოდათ. 300 მანეთით დაჯარიმდნენ გომართელი, ადამოვი და სხვ., 100 მანეთით კიკნაძე და საპიცკი. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ უკანასკნელთ ორი თვით ციხე ემუქრებოდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი ამავე რაზმის უფროსის, პოლკოვნიკ ქარცივაძის თანხლებით სიღნაღის რაზმის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გენერალ ახმეტელაშვილის სიღნაღში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე პოლკოვნიკი კავკასიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ბრიტანეთის მთავარ კომისრად დანიშნული ოლივერ უორდროპი ბათუმში ჩავიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პ. ფაჩულია თბილისში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გიორგი კაპანაძე საბიუჯეტო-სახაზინო განყოფილების რეგისტრატორად დანიშნეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის სექტემბერში დ. კალანდარიშვილი თბილისის სასახლის მეთვალყურედ დაინიშნა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გუდაუთაში შეიპყრეს ცნობილი ყაჩაღი კოკი დადიანი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის სექტემბერში დაპატიმრებულ მალხაზოვს 39 ცალი 500-მანეთიანი აღმოაჩნდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში ო. ლაცაბიძის თავმჯდომარეობით ავლაბრისა და ორთაჭალის მუშათა კლუბებში ფრონტის პროლეტარული დღის მიტინგები გაიმართა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ფოთის მილიციის უფროსს, მ. ნოდიასა და მთელ განყოფილებას ქალაქში წესრიგის დასამყარებლად სათანადო ზომების მიღებისთვის.