რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა აერჩიათ თავმჯდომარის ამხანაგი. ეს ღონისძიება გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს გამგეობის მიერ არჩეული დეპუტაციის მოხსენება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას აუწყეს, რომ 1921 წლის 22 დეკემბერს წერა-კითხვისგამავრცელებლი საზოგადოების სალაროში აღმოჩნდა დეკრეტის ძალით გაბათილებული ფულის კუპიურები, სულ 169860 მანეთი. გამგეობამ ცნობად მიიღო ეს ფაქტი. თანხა ჩამოიწერა ანგარიშიდან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე, ივანე მაჭავარიანი და ვარლამ ბურჯანაძე. სხდომაზე განიხილეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამომცემელ საზოგადოებად გადარქმევის საკითხი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 28 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი) მთავარ გამგეობას საზოგადოების მუზეუმის წიგნსაცავიდან სპარსული სახარების ხელნაწერი სთხოვა გადასაწერად. გამგეობამ თხოვნა განჩინებით დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბათუმის ქართული სკოლის მასწავლებელმა, ალექსანდრე მგელაძემ საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილისთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. მას საზოგადოების გამგეობასთან უშუამდგომლა ბათუმის განყოფილების გამგეობამ. ა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 30 დეკემბერს პარიზში გამართული სოციალისტური პარტიის კონგრესი დიდი სიმპათიით შეხვდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი წერეთლის მისალმებას. მან სიტყვა ფრანგულად წარმოთქვა. პიერ რენოდელი მიესალმა სიტყვებით: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს გიორგი სალუქვაძე პირველად დააპატიმრეს ქ. ოზურგეთში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის საგანგებო კომისიის განკარგულებაში, ნოემბერში კი გაათავისუფლეს.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი მუშაობდა გაზეთში „მუშა“ და ამიერკავკასიის ფინანსთა სახალხო კომისარიატის რწმუნებული იყო მე-2 საგადასახადო განყოფილებაში.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს კუხალეიშვილი სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 10 ოქტომბერს 19 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილი კონტრრევოლუციონერობისთვის დააკავეს. ბრალდების თანახმად, ფირცხალაიშვილი ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფის წევრი იყო. იგი დააკავეს 1 წლით, თუმცა საქმის ხელახალი მოსმენის შემდეგ 2 წელი მიუსაჯეს.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს ჰყავდა: მამა, რაჟდენ გრიგოლის ძე – 57 წლის, ყოფილი მასწავლებელი; დედა, მარიამ ივანეს ასული – 54 წლის; და, ელენე – 23 წლის; ძმა, ივანე – 19 წლის, მცხოვრებნი დიდ ჯიხაიში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს სოფ. ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მაისამდე იგი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საელჩოში მსახურობდა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ელჩი მიხა ცხაკაია იყო.
1922
ტიპი: ავტორობა
1933 წელს ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის, საქართველოს განსახკომის საბიბლიოთეკო სექტორის, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისა და საქართველოს ცაკის თავმჯდომარის სახლში შეტანილი იყო განცხადება ქართული წიგნების ძველი ფონდების საგანგებო წესებით შემოწმების და დაცვის საჭიროებისათვის, მაგრამ არ განხორცეილდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ხელოვნების სასახლეში დაარსებული პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო სანდრო ეული.

