რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 26 ნოემბრის „დროებაში“ ნინო ადრეევსკის მკვლელობის საქმის განხილვის შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ზურაბ გიორგის ძე აბდუშელიშვილი, ფარნაოზ სიმონის ძე და ნინო დიმიტრის ასული ნათიშვილები, ზაქარია იოსების ძე და სოფიო დიმიტრის ასული მამაცაშვილები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ მარიამ ფარნაოზის ასული აბდუშელიშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შესრულების გამო წმ. გიორგის ქაშვეთის ეკლესიაში წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ალექსანდრე ეგაძემ ივანე სულხანიშვილი მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ექვთიმე რევაზის ძე ნაცვლიშვილმა ევგენი თ. შარაშიძეს ფულიანი ქისა ამოაცალა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი გოგიშვილი კარაკლისში (კიროვაკანი) მატარებელმა გასრისა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიმიტრი ოქრიაშვილი თედორე მილუნკოვის ჯიბიდან ფულის ამოცლის მცდელობისთვის დააკავეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 24 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეს სასამართლოში 25 ნოემბერს განიხილავდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. დუმბაძე მეცნიერებათა აკადემიამ გურია-სამეგრელოში გაგზავნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პოლკოვნიკ პრორულბიცკს ექვსჯერ ესროლეს, მაგრამ ვერ მოახვედრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 26 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რასტეგაევი ქუჩაში მძიმედ დაჭრეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 20 წლის აკაკი გაფრინდაშვილი დააპატიმრა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 23 წლის ვასილ ბახტაძე დააპატიმრა.

