რეგისტრირებული ფაქტები85051
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი რიადნოვმა თბილისში საოპერო სტუდია დააფუძნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ნინო შიოს ასული დავითაშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭართა საზოგადოებამ იოსებ დავიდოვს საზოგადოებისთვის 25 წლის სამსახურისთვის ქების ფურცელი გადასცა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წარმოადგინა საკუთარი პიესა „გაჭირვებული ადვოკატი“, რომელშიც ყველა როლი თვითონ შეასრულა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე იმედაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 სექტემბერს სახალხო თეატრში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მეფე“ უნდა წარმოედგინათ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ვალერიან გუნია ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი.