რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ტ. ვასილევი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლინოს მასწავლებლად მუშაობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 ივლისს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ხელოსანთა კლუბში ვალერიან გუნიას თაოსნობით წარმოადგინა „და-ძმა“.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 12 ივლისს საბურთალოს თეატრის საზოგადო კრებაზე საპატიო წევრებად აირჩიეს მუშა-მხატვარი ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე და ქველმოქმედი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 ოქტომბერს ჭიათურაში გამართულ რწმუნებულთა სადილზე „მანგან-სინდიკატის" წარმომადგენლებმა გიორგი ზდანოვიჩს გადასცეს 550 მანეთი ჭიათურაში გაწეული ქველმოქმედებისათვის.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 12 ივლისს საბურთალოს თეატრის საზოგადო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს დ. თოხაძე და ქორქაძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 16 სექტემბერს ავადმყოფი მსახიობი ვალერიან გუნია ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა გასინჯა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს საბურთალოს თეატრის გამგეობის წევრები იყვნენ: ტიტე ნესტორის ძე ბურძგლა, მელქისედეკ ლუარსაბის ძე ლებანიძე, გიგო ხეჩუაშვილი, გ. მამულაშვილი, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, ივანე სოლომონის ძე ქორფაშვილი და სხვ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბოკერიას და თედორაძის დაკრძალვას ოცი ათასი კაცი დაესწრო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 16 ოქტომბერს გამართული კავკასიის სამკურნალო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო სტეფანე ანანოვი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ეკატერინე ბახტაძისა ხონის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი გოგი ფრონისპირელი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
ალექსანდრე ზაქარიას ძე როსტომაშვილი 1915 წლის ივლისში ავსტრიის საზღვარზე მოკლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ნ. ჯავახიშვილი ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

