საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87109

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ვიქტორ გამყრელიძემ მონაწილეობა მიიღო საჩხერის აღებაში.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს შორაპნის მაზრის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ვიქტორ გამყრელიძე იყო ყოფილი აზნაური.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს მიხეილ იშხნელმა გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია „მენშევიკების სიბრძნის ნიმუშები“, რომელშიც ვარაუდი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგად საქართველოში არსებული ქონება უცხოელების ხელში აღმოჩნდებოდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს შადიმან მიქიაშვილი სწავლობდა სოფელ მოტყიარის ერთკლასიანი სასწავლებლის პირველ განყოფილებაზე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „შენი ჭირიმე“, რეჟისორი – შალვა დადიანი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სამეურნეო მრეწველობის გამოსაკვლევად დანიშნულ კომიტეტის პირველ კრებას დაესწრნენ სახელმწიფო ქონებათა მმართველის თანაშემწე სნეგირევი, მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლები, ართვინის ოლქის უფროსი შუბინსკი, ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიის მმართველი სიპოვიჩი და კომიტეტის საქმეთმწარმოებელი რიაბჩინსკი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლუკა ბაქრაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე არადელ-იშხნელის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სერგი ნიკოლოზის ძე ვორონოვის სასცენო სტუდიაში ოცამდე ქართველი და სომეხი ქალ-ვაჟი ჩაეწერა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძემ თავისი ხარჯით ხონში თეატრისთვის ხის შენობა ააშენა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ნესტორ იოსების ძე ბალანჩივაძის მონაწილეობით ხონში წარმოდგენები იმართებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის ლექსი „წერილი მთიელებს“ (ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მშობელო ჩემო!“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მიხეილ გირგის ძე ჭავჭანიძე და გიგა მებუკე ხონის დრამატული წრის გამგეობის წევრების კანდიდატებად აირჩიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ომში ოსმალეთის საზღვარზე მებრძოლი დავით აკოფაშვილი წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. ს. დემეტრაძემ ბაღდათის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იოსებ თარალაშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასის ამხანაგობის წარმომადგენლად აირჩიეს.