საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90064

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 5 მარტს დაკავებულ ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილს ჰყავდა: დედა, ელისაბედი – 70 წლის, მცხოვრები სოფელ ლიხაურში; მეუღლე, ნინა – 24 წლის, დიასახლისი, მცხოვრები თბილისში; შვილი, გივი – 2 თვის.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე შალვა ელიავა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ფილიპე იესეს ძე მახარაძე ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე მიხეილ კახიანი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ალექსანდრე გეგეჭკორი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე მამია ორახელაშვილი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ბესარიონ ლომინაძე ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე მიხა ცხაკაია ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე გიორგი ყურულაშვილი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ვლადიმერ პავლეს ძე სუხიშვილი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ალექსანდრე გეგეჭკორი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ივანე სტურუა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მარტს ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მარტს ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მარტს როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 2 აპრილს თარასხან ეშბას 9-კაციანი ბანდა მილიციასთან შეტაკებაში მოჰყვა, დიდი ხნის სროლის შემდეგ ბანდა 3 ნაწილად დაიშალა და წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 21 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის განხილვის საგანი იყო 1922 წელს საზოგადოების გამოცემული წიგნების ანგარიში. კომისიამ დაადგინა, 23 აპრილს, 12 საათზე, მოეწვია მორიგი სხდომა ანგარიშის განსახილველად, რომელსაც ყველა წევრი დაესწრებოდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.