საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს პარიზში საქართველოს მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა და მისმა მეუღლემ მადლობის ბარათი გაუგზავნეს რექტორს, პარიზის უნივერსიტეტების საბჭოს პრეზიდენტსა და სებასტიენ შარლეტის, სორბონაში საღამოს გასატარებლად მიწვევისთვის, რომელიც უნდა გამართულიყო 1-ლ ივნისს, 9 სთ. 30 წთ-ზე. ჩხენკელი დიდი სიამოვნებით დაესწრება, ხოლო მეუღლე ვერ დაესწრებაო, ნათქვამია ბარათში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ ერევნის მუსულმანთა და სომეხთა თავმჯდომარეებს, ქალაქისთავს და სხვებს დეპეშა გაუგზავნა ერევანსა და მაზრებში მომხდარ ეროვნებათ შორის სისხლისღვრასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ ასევე აგაევი, ტიგრანიანი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 29 მაისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის ბარათს სიამის ელჩს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემასთან დაკავშირებით და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 172 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 173 ბრძანებით, გრიგოლ მიხეილის ძე ვართანოვი გორის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მაისს სახელმწიფო თეატრში ო. ა. შულგინას ბენეფისია. შეასრულებს ეთერის როლს ზ. ფალიაშვილის „აბესალომსა და ეთერში“, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N174 ბრძანებით დანიშნულია გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული ორკლასიანი სკოლის პედაგოგად ი. გ. კოპინაშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის მაისში სოფელ სვიმონეთში სახადით გარდაიცვალა პრივატდოცენტი დავით ალექსის ძე ყიფშიძე.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 25 ივნისს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლონგშამპის რბოლებზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 24 სექტემბერს აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდე ბრიანდს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ სოსიპატრე ასათიანი აღარ ასრულებს მის მოვალეობებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 15 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ განათლების სამინისტროს დავალებით ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორმა ზაალიშვილმა დაამთავრა თბილისის კერძო სრულუფლებიანი გიმნაზიების რევიზია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 მაისს მწერალთა კავშირის საბჭო სახელმწიფო თეატრში გამართავს საზეიმო საღამოს ბელეტრისტ შიო არაგვისპირელის (დედაბრიშვილის) პატივსაცემად, წერს „ერთობა“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „მაისი“.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 8 აპრილს თბილისში დაკრძალეს მინადორა გორგილაძისა, რომელიც ს.დ.მ.პ. ლიტერატურას არალეგალურად ავრცელებდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ბარათში გამოხატავს მადლიერებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ, იმ თვის 26 რიცხვის გზავნილთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს დაბა ლაილაშში (ლეჩხუმის მაზრა) გამართულ კრებაზე აირჩიეს ლაილაშის დრამატული საზოგადოების გამგეობა: თავმჯდომარედ – გ. ჩაჩხიანი, მოადგილედ – ვ. გულბანი, მდივნად – ი. კოპალიანი, ხაზინადრად – თ. ქარსელაძე, თავისუფალ წევრად – მ. დალაქიშვილისა და კანდიდატებად – ალ. ალხაზაშვილი, შ. და გრ. მჟავანაძეები, სარევიზიო კომისიის წევრებად – გ. მახარობლიძე, მ. ბერუჩაშვილისა, მ. ალხაზიშვილი; შეიქმნა სცენის მოყვარეთა დასი შ. მჟავანაძის რეჟისორობით.

1959

ტიპი: გარდაცვალება

1959 წლის 3 იანვარს გიორგი პავლეს ძე ერაძე აკაკი ჩხენკელის უბედური შემთხვევის შესახებ წერს. ამ შემთხვევიდან 2 დღეში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პარიზში გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 მაისის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის პოლიციის ყოფილი უფროსის, პ. ჟორდანიას წინააღმდეგ სარევიზიო კომისიის მიერ წამოყენებულ ბრალდებას საკმარისად არ სცნობს მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 2 დეკემბერს სოსო გოგოლაშვილი წერილში სთხოვს აკაკი ჩხენკელს, რომ შეატყობინოს ბათუმიდან ევროპაში გამგზავრების თარიღი და გემის სახელწოდება, რათა ღირსეული შეხვედრა მოუწყოს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 თებერვალს ბათუმის თავი კონსტანტინე საბახტარაშვილი სწერს აკაკი ჩხენკელს წერილს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიიდან ჯარების ბათუმისაკენ გადაადგილების შესახებ და უსურვებს მას მხნეობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 დეკემბერს ნიკოლოზ გოცირიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, სოფიო ანკარას, ნატალია ჯავახიშვილის, სოფიო რომანიშვილის, ი. მინდიაშვილის, ალექსი მეტრეველისა და ვ. რატიშვილის მონაწილეობით დაიდგა სპექტაკლი „ხანუმა".

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს დემოკრატიულმა კლუბმა „მუშტაიდმა“ გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რეჟისორ პ. ფრანგიშვილს ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ნინოშვილის მოთხრობიდან გადმოკეთებული პიესა „ქრისტინე“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ივანე ჩერქეზიშვილი, პავლე საყვარელიძე, სპირიდონ კედია, ირაკლი წერეთელი, გრიგოლ ვეშაპელი, რევაზ გაბაშვილი, აკაკი ფაღავა. დადგინდა, საშუალო და დაწყებით სასწავლებელში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ყოფილიყო. ასევე საქართველოს ისტორიის სწავლება სავალდებულო უნდა ყოფილიყო არაქართველთათვისაც, მაგრამ ვინაიდან მოსწავლეებმა ქართული არ იცოდნენ, დროებით შეეძლოთ რუსულად ესწავლათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მინისტრი ნოე რამიშვილი, სარედაქციო კომიტეტის წევრი შალვა ამირეჯიბი, სასკოლო და საფინანსო კომისიების წევრი ნოე ცინცაძე, რაჟდენ არსენიძე (სოციალ-დემოკრატი), სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, (ნაციონალ-დემოკრატები), ახვერდოვი („გუმეტი“), აკაკი ფაღავა, სამსონ დადიანი, თევდორე ღლონტი (სოციალ-ფედერალისტები), იასონ ლორთქიფანიძე, პეტრე ქავთარაძე (საფინანსო კომისიის წევრები), ალექსანდრე ახმეტელი (რადიკალ-დემოკრატი), მდივანი იოსებ აბაკელია.

პირები
თევდორე (თედო) ზურაბის ძე ღლონტი იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი) სპირიდონ მალხაზის ძე კედია აბდურაჰიმ ბეი ასად-ბეკის ძე ახვერდოვი (ჰახვერდიევი) ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე სამსონ პლატონის ძე დადიანი აკაკი ნესტორის ძე ფაღავა ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა) რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 მარტს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, წერილით (სავარაუდოდ სტამბულიდან) შეატყობინა, რომ დააარსეს ჯარისკაცებისა და ოფიცრების ორგანიზაციები და თვითონ იყო აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი.