საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ილიკო წივწივაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ძველი შემადგენლობის თანამოაზრე იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ნიკოლოზ ოკუჯავა ნაციონალ-უკლონისტების თანამოაზრე იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სილიბისტრო თოდრია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ამბროსიმ გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც აღწერილი იყო საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს მთელი წლის განმავლობაში რეპრესიები მძვინვარებდა კახეთში, სიღნაღის მაზრის სოფ. ჯუგაანში გლეხი გელაშვილი წითელარმიელებმა გაძარცვეს და ცოლშვილიანად გაჟლიტეს, ერთი ოჯახიდან 17 კუბო გაიტანეს.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წელს ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ თავისი ხელით დახვრიტა ათი პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი მამულაიშვილი.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922-1923 წლებში ჩეკაში წამების დროს ჭკუაზე შეიშალნენ სტუდენტები კირილე წილოსანი და მიხა ტუღუში.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922-1923 წლებში ნაწამებთა შორის იყო მუშა გიორგი მუჯირიშვილი, რომლის ბინაში აღმოაჩინეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი სტამბა. მას გვერდები ჩაუმტვრიეს და შემდეგ დასაშინებლად, ვითომ დასახვრეტად, საბურთალოზე წაიყვანეს. ეს არ აკმარეს, განთავისუფლების შემდეგ ხელმეორედ დააპატიმრეს და მეორედ წამებისას ჭკუაზე შეიშალა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1923 წლებში ვარდენ წულუკიძე ანტიბოლშევიკური და ანტისაოკუპაციო შეთქმულების „სამხედრო ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ხევსურეთში პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით აჯანყება მოეწყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან ივანე ყაზბეგი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად შევიდა პოლონეთის არმიაში, სადაც იქ კონტრაქტით მსახურობდა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

ვასილ ჩიტაიშვილი 1922 წლიდან იყო მენშევიკური ორგანიზაციის კომიტეტის წევრი. მას არაერთი პარტიული მეტსახელი ჰქონდა: გლახუნა, აბრაგი, თარხანი, ბათუმში მოღვაწეობის დროს იცნობდნენ სახელით „მოუსვენარი“, ხოლო თბილისის ცენტრს უკავშირდებოდა მეტსახელით „კატო“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს კოტე აფხაზისა და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა საბჭოთა საოკუპაციო ჯარს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზი თანამოაზრეებთან ერთად იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს „დამოუკიდებლობის კომიტეტი”) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კოტე აფხაზის თაოსნობით შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან კირილე ქუთათელაძე კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლიდან კირილე ქუთათელაძემ გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქალაქ ტორუნში.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, საზოგადოების შეცვლილი წესდების პროექტი მოისმინეს 28 დეკემბერს და შეიტანეს მცირე შესწორება. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, დუშეთის ჩიხის რწმუნებული იყო ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის იჯარით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა, გასარკვევად გიორგი პაატას ძე მაჭავარიანისთვის გადაეცათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის ჩიხის მცხოვრებთა რწმუნებულის ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, დუშეთის ჩიხის მცხოვრებთათვის, 23 კაცისთვის, იჯარის სახით მიეცათ დასამუშავებელი ფიქრის გორა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ივანე მიხეილის ძე გომელაურისთვის წიგნების მომავალში გამოცემისთვის ავანსად მიეცათ ნახევარი მილიონი მანეთი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მიხეილის ძე გომელაურის თხოვნა გამოცემული წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს საზოგადოებისგან ეძლეოდა ერთდროული დახმარება, თვეში 2000 მანეთი, ქუთაისის სოციალური კომიტეტისგან კი – 15000 მანეთი. მას სხვა შემოსავალი არ გააჩნდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პავლე დავითის ძე საყვარელიძისთვის გადაეცათ ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანი“ 100 000 მანეთად.