რეგისტრირებული ფაქტები83595
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვასილ არაბიძე ბაქოს ამხანაგობის სალიტერატურო წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა დადიანი ბაქოს დრამატული წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რაჟდენ წივწივაძის მიერ აშენებული თეატრიდან ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ ვარლამ ძიძიგური და კირილე კაკაბაძე ხონის თეატრის თანამშრომლები გახდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით ბაქოს დრამატული წრის მიერ მიწვეული რეჟისორი შალვა დადიანი ბაქოში გაემგზავრა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო არაბიძე ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრის რეჟისორად მიიწვიეს.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი აბრამ მოსეს ძე მაირანოვსკი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი დავით სოკრატის ძე სულიაშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა კავკასიის სამკურნალო საზოგადოების თავმჯდომარის არჩევნები. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ სტეფანე ანანოვი და გ. ვ. გურკო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკო ციციშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ტასო აბაშიძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი სოლომონ ივანეს ძე ვადაჭკორია თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.