რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს „ერთობა“ იუწყებოდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს არეთა ქიქოძემ ანიჩკა, თამარ და ქრისტინე შარაშიძეებს ოზურგეთიდან თბილისში გაუგზავნა ნინო ქიქოძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის დეპეშა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს არტაანს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ეწვივნენ.
1920
1920 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სახალხო გვარდიის ფერშალი ერ. ასათიანი.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 10 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით დაიჭირეს და ახალციხის სატუსაღოში ჩასვეს ართვინის ოლქის კომისარი, პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე, რომელმაც აბასთუმანში ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების მოხელეს სცემა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი წევრისგან შედგებოდა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია და რა თანამდებობები ეკავა თითოეულ მათგანს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მარტს სოსო გოგოლაშვილი ბათუმიდან ატყობინებს აკაკი ჩხენკელს, რომ დაგვიანების მიზეზი მისთვის ოდესაში გერმანელი ტყვეების გაგზავნის ორგანიზების დავალება იყო, რის შესახებაც დაწვრილებით ვახტანგ ღამბაშიძე მოახსენებს. იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ესტუმრება ლასხიშვილთან ერთად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მიხა პაპუნაშვილმა და ვიქტორ ცინცაძემ სომხეთის ნაციონალური საბჭოს სამხედრო ბაზიდან წამოღებული იარაღი გაანაწილეს შემდეგ სოფლებში: წილკანში, მისაქციელში, ძალისში, მჭადიჯვარში, შუახევში, ბაზალეთსა და ახალგორში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რაუფ-ბეი და აღნიშნა, რომ თურქეთი რეალურად არის დაინტერესებული ამიერკავკასიის დამოუკიდებლობით თუ ის იქნა აღდგენილი 1877 წლის საზღვრებში. შედგა ოქმი რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი გვაზავა, რომელმაც მხარი დაუჭირა სომხეთის თვითგამორკვევას. კრების ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა, საქმეთა მმართველმა მ. თუმანოვმა, მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გამართულ ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, განიხილეს ტერიტორიული საკითხები. რ. ი. კაჩაზნუნი და არ დაეთანხმა ტერიტორიების დათმობას. შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თავმჯდომარე ა. ჩხენკელმა, საქმეთამმართველმა მ. თუმანოვმა და მდივანმა გრიგოლ ვეშაპიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სოფელ წილკანში გიორგი ლაფანაშვილს შეხვდნენ მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, მჭადიჯვრის აღმასკომის თავმჯდომარე სანდრო კახუაშვილი, გრემისხევის აღმასკომის თავმჯდომარე ვლადიმერ ბუზალაძე, ძალისის სოფლის კომისარი ფედრო ფხაკაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მ. გ. გაჯინსკი და აღნიშნა, რომ ოტომანთა დელეგაცია მოითხოვს, უარი ითქვას ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებზე; მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი არსებითი მოლაპარაკება თურქეთთან. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
„ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობა ერობათა საყურადღებოდ აცხადებს, რომ ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტის სტატისტიკოსის, მიხეილ კეზელის სამსახურში მიღება სასურველი არ იყო, რადგან ის 1920 წლის 28 აგვისტოს უმოქმედობისა და უუნარობისთვის დაითხოვეს სამსახურიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გ. ვეშაპელი, რომელმაც მოიშველია ბრესტის ხელშეკრულება სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 11 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო რაზმის წევრებმა გაშინბეკოვის სახლში დაიჭირეს დავით ლორთქიფანიძე, რომელსაც ბრალად ედებოდა ახალციხისა და თბილისის ხაზინებიდან ყალბი საბუთებით 907 850 მან. გატანა ვითომ ასპინძის პოლკის საჭიროებისთვის. მან დანაშაული აღიარა და ციხეში ჩასვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხ. ბ. ხას-მამედოვი და მოსახლეობის ნების გამოხატვის საუკეთესო გზად პლებისციტი მიიჩნია. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და სერგეი სუდეიკინს „ქიმერიონის“ მოხატვისას მოუვიდათ უთანხმოება, როდესაც გუდიაშვილმა სუდეიკინი მემარჯვენე მხატვრად მოიხსენია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ა. ი. ხატისოვი. მან აღნიშნა, რომ ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები არ უნდა დათმონ და სომხეთის ავტონომიის საკითხიც პრივილეგირებული უნდა იყოს. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.