საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1931 წლებში მამია ასათიანი ქუთაისის საჩვენებელი სკოლის დირექტორი იყო.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1934 წლებში გიორგი კაჭახიძე მუშაობდა მასწავლებლად რკინიგზის მე-8 სკოლაში, თბილისში.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს გიორგი კაჭახიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1931 წლებში ვლადიმერ გოლოევი მუშაობდა დუშეთში, სოფელ სარბიელის კოლმეურნეობის მოანგარიშედ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს ლავრენტი ჭიჭინაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1930

ტიპი: განათლება

1930 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წლიდან კონსტანტინე მეძველია თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი იყო.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოიცა დუტუ მეგრელის კრებული „მოთხრობები“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს ქართული წიგნის გამომცემლობამ გამოსცა შიო მღვიმელის „ნობათი“.

1930

ტიპი: ორგანიზაცია

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანი რაღაც დროით მწერალთა კავშირიდან იყო გარიცხული.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს სიმონ ქვარიანი დაჯილდოვდა „შრომის გმირის“ ორდენით.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანის რომანი „შოთა რუსთაველი“ უქაღალდობის მიზეზით არ იყო დაბეჭდილი მთლიანად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში ჟურნალში „მნათობი“ სიმონ ქვარიანის რომანის „შოთა რუსთაველი“ რამდენიმე თავი დაიბეჭდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-იან წლებში სიმონ ქვარიანის რომანებიდან მხოლოდ „დიდი მოურავი“ დაიბეჭდა ცალკე წიგნად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წელს მოხევე ანდრო თოფაძე ინჟინრად მუშაობდა.

1930

ტიპი: ორგანიზაცია

1930 წლის 19 იანვარს პანტელეიმონ ჩხიკვაძე აღადგინეს კომუნისტურ პარტიაში.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 26 იანვარს ალექსანდრე მგელაძემ გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ 1930 წლის პირველ თებერვალს 1 წელი სრულდებოდა, რაც პენსიის საკითხის მოგვარებას ცდილობდა. შეატყობინა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 27 იანვარს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და აცნობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მისი წიგნი გამოვიდოდა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 13 თებერვალს ევგენი გეგეჭკორი ვარშავიდან მთავრობას სწერს, რომ მათმა დელეგატებმა თავიანთ უფლებებს გადააცილეს და დათმობაზე წავიდნენ, მაგრამ რასულსა და ვექილოვს ამან მხოლოდ გემო გაუღვიძა, ესეც ფრიად საკმარისია მათი სულიერი განწყობითვის.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 19 თებერვალს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა ახალნამშობიარები მეუღლის მდგომარეობის შესახებ, ასევე თავის შთაბეჭდილებებს, როდესაც პირველად ნახა თავისი შვილი, გოგი შარაშიძე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა, რომ მისი წიგნი უკვე სტამბაში იყო და სახელგამმა ავანსის სახით ხუთი თუმანიც გადაუხადა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა და სთხოვა, სიფრთხილე გამოეჩინა და სახალხოდ არ ელაპარაკა კოლექტივიზაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ.