რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვ. ვ. ალენიკოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში მასწავლებლად მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი დავით სოფრომის ძე მგალობლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მთის ზღაპარით“ გახსნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 სექტემბრის კრებაზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ რეჟისორებად აკაკი ნესტორის ძე ფაღავასა და ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მიწვევა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ვოლფ-იზრაილი საიმპერატორო თეატრის სოლისტი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ა. ვოლფ-იზრაილი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში მასწავლებლად მიიწვიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქოვი ქალაქის მრჩეველთა საბჭოს სხდომას 4 წლის განმავლობაში 14-ჯერ დაესწრო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილმა სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დამსწრეებს მოცვის ჩაი წარუდგინა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 დეკემბრის „დროების“ ცნობით, იოსებ პენჩინსკი საზოგადოება „ბაღოსნობის განყოფილება“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ შავროვმა რუსულ ენაზე დაბეჭდილი „კავკასიის კალენდარის“ გამოცემა დააფინანსა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 24 წლის აკაკი ქოქოსაძე დააპატიმრა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს დაკავებული აკაკი ქოქოსაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, აკაკი ქოქოსაძე იყო უპარტიო.

