საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში საქართველოს მუზეუმის დირექციამ მიიღო ქრისტინე შარაშიძის პროექტი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კატალოგის შედგენის შესახებ.

1933

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1933 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩუბინაშვილმა მუზეუმის თანაშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დაბადების ცნობა გასცა. ცნობით დამოწმებულია, რომ ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1889 წლის 5 იანვარს გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. ცნობას ხელს აწერენ საქართველოს მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მდივანი ნ. ჯავახიშვილი.

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლის 15 ოქტომბრიდან, საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ზედმეტ საათებში მუშაობისთვის თვეში 100 მანეთი დაენიშნა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე მემარჯვენე ოპორტუნისტული დამოკიდებულების გამოჩენისთვის გურჯაანის რაიკომის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯიმეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ზირაქაშვილი მოხსნეს თანამდებობიდან და გარიცხეს პარტიის რიგებიდან, ამავე კომუჯრედის მდივანი ზაკალაშვილი კი - უჯრედის მდივნობიდან და მისი საქმე გადასცეს პარტიულ პასუხისგებაში.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წლის 23 დეკემბერს გურჯაანის რაიკომის ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, მემარჯვენე ოპორტუნისტული დამოკიდებულების გამოჩენისთვის სოფელ კაჭრეთის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე დარჩიაშვილის საქმე პარტიულ პასუხისგებაში მისაცემად საკონტროლო კომისიას გადასცემოდა. ამავე კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი გოგოლაშვილი კი უჯრედის მდივნობიდან მოხსნეს და პარტიის რიგებიდან გარიცხეს.

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლის 25 დეკემბერს ხარაგაულში, საკავშირო კპ (ბ) ცეკას დადგენილების თანახმად, პარტიული წმენდის შესახებ დადგენილების დამუშავების პროცესში პარტიიდან გარიცხეს საბჭოს თავმჯდომარე მდივნიშვილი, რომელმაც ჩაშალა საზაფხულო თესვა.

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 29 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) გორის რაიონის საკონტროლო კომისიამ განიხილა ჯვრისხევის პარტუჯრედის წევრების – ალექსანდრე აკოფაშვილისა და ბაგრატ ხუტიაშვილის საქმე, რომელებიც აშკარად მფარველობდნენ კულაკებს. მათი საქმე გადაეცა პროკურატურას და დაიგეგმა საჯარო საჩვენებელი გასამართლება.

1934

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს მიწსახკომის პოლიტსექტორი, რომლის უფროსად ვალერიან მინას ძე ბაქრაძე დაამტკიცეს.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წლის იანვარში გიორგი ყურულაშვილი საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ე. გორდელაძე საქართველოს განათლების სახალხო კომისრის მოადგილე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ანდრია ლეჟავა იყო საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე და სუბტროპიკული კულტურების მთავარი სამმართველოს უფროსი.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს აკაკი თათარიშვილი საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს თედო ღლონტი საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს გრიგოლ კუჭაიძე საქართველოს ჯანმრთელობის სახალხო კომისარი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ერმილე ბედია საქართველოს განათლების სახალხო კომისარი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ბაგრატ მაჩაიძე თბილისის საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს დიომიდე ქუჩულორია მომარაგების სახალხო კომისარი იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ნესტორ ლაკობა აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ზაქარია ლორთქიფანიძე აჭარის ცკ-ის თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს ალექსანდრე ჯატიევი სამხრეთ ოსეთის ცკ-ის თავმჯდომარე იყო.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის აპრილში ამიერკავკასიის რკინიგზის სახაზო სასამართლომ დაამთავრა მექრთამეების საჯარო-საჩვენებელი გასამართლება. პასუხისგებაში მისცეს: ურიათმყოფელი, შოვნაძე, გაბელაია, ფირცხალაიშვილი და მშვიდობაძე. რკინიგზელთა მასებმა განაჩენი მოიწონეს.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს სსრკ-ის ცკ-ის პრეზიდიუმმა დაადგინა, მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოვალეობისგან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაეთავისუფლებინა იაკოვლევი. მის ადგილზე დაინიშნა ჩერნოვი, პირველ მოადგილედ – მურალოვი, მეორე მოადგილედ – ცილკო, მოადგილედ პოლიტიკურ ნაწილში – ლევინი.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საკავშირო კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, იაკოვლევი დაინიშნა ცენტრალური კომიტეტის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგედ.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით, ანდრია დოლიძე იუსტიციის სახალხო კომისრისა და რესპუბლიკის პროკურორის მოვალეობისგან გათავისუფლდა სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებით იუსტიციის სახალხო კომისრად და რესპუბლიკის მთავარ პროკურორად დაინიშნა კანდიდ გობეჯიშვილი, იუსტიციის სახალხო კომისრის მოადგილედ – მიხეილ ძიძიგური.