რეგისტრირებული ფაქტები87121
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, კავკასიის უმაღლესმა მთავრობამ სოხუმისთვის თვითმართველობის შემოღება მხოლოდ 1899 წელს გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში ხმოსნების ამომრჩეველთა სია შეადგინეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში შედგენილი ხმოსნების ამომრჩეველთა სია დიდი ხნის შემდეგ დაამტკიცეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, ხმოსანთა არჩევნები ქალაქ სოხუმში 1899 წელს ჩატარდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1899 წელს სოხუმში ჩატარებულ ხმოსანთა არჩევნებში 33 ხმოსნიდან 20-ზე მეტი ქართველი იყო, დანარჩენები კი − რუსები და ბერძნები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოხუმიდან თბილისში ჩასულმა თედო სახოკიამ „ცნობის ფურცლისა“ და „მოამბის“ რედაქციებს უცხოეთიდან თანამშრომლობა თვეში სამი თუმნის სანაცვლოდ შესთავაზა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს პარიზში სასწავლებლად გამგზავრებულ თედო სახოკიას ეპისკოპოსი და შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, კირიონი ყოველთვიურად სამი თუმნის გაგზავნას დაპირდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს თედო სახოკიამ პარიზის გამოფენის დათვალიერებისას მეტად რელიეფურად დაინახა ის კოლოსალური და განმაცვიფრებელი პროგრესი, რასაც თანამედროვე ადამიანის გონებას მიუღწევია ყველა დარგში.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1902 წელს შეიქმნა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს პარიზში მოღვაწე თედო სახოკიამ, არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა გაზეთის „საქართველო“ ბეჭდვა დაიწყეს. ამ საქმისათვის დაქირავებული ცნობილი ასოთჩამომსხმელის მიერ დამზადებულ შრიფტს შემდგომში „პარიზის“ შრიფტი დაერქვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ქუთაისში დაპატიმრებული თედო სახოკია ეტაპით ირკუტსკის გუბერნიაში გაამგზავრეს და საცხოვრებელ ადგილად ვერხოლენსკის მაზრის სოფელი ჟიგალოვო მიუჩინეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 სექტემბერს თედო სახოკია ქუთაისის ციხიდან ეტაპით გაამგზავრეს ირკუტსკის გუბერნიაში.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წლის ენკენისთვეში სენატმა დაამტკიცა ერთი წლით ადრე სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიასთვის გამოტანილი განაჩენი, კერძოდ, ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ენკენისთვეში სოხუმის ციხიდან თავდებით გამოშვებულმა თედო სახოკიამ მოიარა სამეგრელო და ალექსანდრე მესამის სახელობის საეთნოგრაფო და კავკასიის მუზუმებისთვის, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის სამეგრელოს საეთნოგრაფო კოლექციები შეაგროვა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიას საქმის განხილვის დასრულებამდე იგი თავდებით გამოუშვეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე განიხილეს თედო სახოკიას საქმე და ბრალდებულს ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

