საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88614

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925-1935 წლებში სიმონ წვერავა იყო ლენინური კომკავშირის წევრი.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს დიმიტრი ჯანელიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1927 წლებში ორდე დგებუაძე მუშაობდა მასწავლებლად საჩხერის საშუალო სკოლაში.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს მიხეილ ჯაფარიძემ დაამთავრა საშუალო სასწავლებელი თბილისში.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს დაიბეჭდა სოლომონ ხუციშვილის პირველი წერილი მოწაფეთა გაზეთში „მოწაფის ხმა”.

1925

ტიპი: ღონისძიება

არჩილ ჩაჩიბაიამ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1925 წელს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „ეჰ”.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „ლოთი”.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „დაშლილი ტალღა”.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „მხარდამხარ”.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას ნოველა „მძაფრი დღეები”.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს გიორგი კაჭახიძემ დაამთავრა დიდი ჯიხაიშის ცხრაწლიანი სკოლა.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს აკაკი მესხმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლიდან კონსტანტინე ნიკოლაძე სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლით დათარიღებული ბაგრატ მირიანაშვილის მინაწერიდან, რომელიც მან დაურთო თავისი ძმის, ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიას ირკვევა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ალექსის გულის ასთმა აწუხებდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის გამგემ, გრიგოლ ბურჭულაძემ, მთავარ გამგეობას მაღაზიის წინა წლის ანგარიში გაუგზავნა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქართველი სპარსელების შესახებ შეხვედრების გამართვას აპირებდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 იანვარს ზაქარია ჭიჭინაძემ რაჟდენ გვეტაძეს მისწერა, ავადმყოფობის გამო შენთან მოსვლა ვერ მოვახერხეო.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 თებერვალს ალექსი მირიანაშვილმა დაამთავრა ავტობიოგრაფიის წერა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ფილიპე მახარაძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობის შესახებ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში ფილიპე მახარაძის მიერ გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნაზე იმსჯელეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდნენ შალვა ელიავა და სერგო ორჯონიკიძე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე (გახსნა ფილიპე მახარაძემ) იმსჯელეს სასურსათო და საფინანსო მდგომარეობასა და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ (გახსნა ფილიპე მახარაძემ) საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე იმსჯელეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, საადგილმამულო პოლიტიკასა და ქართული წითელი არმიის შექმნაზე.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 25 მარტს სერგო ყურულიშვილი ვარშავის ცერტრში, ერთ-ერთ კაფეში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.