საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ დავითის ასული გიგაძე ნათესავებს მეუღლის, ზაქარია ივანეს ძე გიგაძის გარდაცვალებას აუწყებს. გამოსვენება 7 თებერვალს, პრიუტის ქუჩა N 5-დან იყო დაგეგმილი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აგლაძემ რაჭაში სამრევლო სკოლას ასაშენებლად საკუთარი მიწა გადასცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაგორ ვარაზაშვილმა სამრევლო სკოლას ასაშენებლად თანხა შესწირა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 17 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკანოზი გოროდცევი თბილისის ქალების საეპარქიო სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე სკოლის ინსპექტორი იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ ნიკოლოზ ივანეს ძე აბულაძის გარდაცვალებას იუწყება. დაკრძალვა 19 თებერვალს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო დაგეგმილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 7 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გომელაური თბილისის მეშვიდე ნაწილის ბოქაული იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაჩურინი თბილისის მეოთხე ნაწილის ბოქაული იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თამარ ივანეს ასული სუმბათაშვილი და დარია გულბაათის ასული სუმბათაშვილი ზაქარია მიხეილის ძე სუმბათაშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა ნავთლუღში, საგვარეულო აკლდამაში გაიმართებოდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ა. მ. ჩაჩიბაია ვერის საქალაქო სკოლის გამგის თანამდებობიდან დაითხოვეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მალაქია გრიგორის ძე ცაგარეიშვილი ბაქოში მოკლეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია კალოვის მამულში პოლიციის ახალი შენობა აშენდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მნაცაკან არტემის ძე კოხტიევი, წყალობ ბაგდანის ძე არუთინოვი, ნატალია ბაგდანის ასული აგზამანოვი, ევგენია ბაგდანის ასული ხეჩუმოვი და სოფიო არტემის ასული ტერ-სტეფანოვი ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინო ბაგდანის ასული კოხტიევი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეონიდ ნიკოლოზის ძე ანდრეევი და სტეფან პეტროვი (სკიტალეცი) დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელ ვ. მ. აბესაძეს თავს დაესხნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაგრატ ვანუჩავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ისაევმა ელისაბედ კაციაშვილს საათი და ვერცხლის ნივთები მოჰპარა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბროძელი საგუბერნიო ექიმის თანაშემწე იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიკო გოგიჩაიშვილმა და ალექსი გოქაძემ შერვაშიძის მეეტლე გაქურდეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 22 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ბორისოვს სახაზინო რევოლვერი მოპარეს.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რევაზ ბაკურაძის ეტლმა სარქის ბაბაევს გადაუარა და მოკლა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სტაფილოვმა ცოლად მოყვანის მიზნით ლიზა ჭულარაევი მოიტაცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ ივანე გვარამაძის სტატია „საქართველოს ისტორიიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილის მეორე წიგნი „ალმანახი“ იანვარში დაიბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, „ნემეცების კლუბის“ დარბაზში მოლიერის სამმოქმედებიან კომედიას „სკაპენის ცუღლუტობას“ (აკაკი წერეთლის თარგმანი) წარმოადგენდნენ.