საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84863

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს დაწერილ ავტობიოგრაფიაში ვასილ კოპტონაშვილი იმედოვნებდა, რომ მესხეთ-ჯავახეთის შესახებ დაწერილი თავისი თხზულებებით უფრო მეტ ქართველს გააცნობდა ამ კუთხის ხალხის ყოფა-ცხოვრებას.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი იმდენად დადებით ზეგავლენას ახდენდა თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის მოწაფეებზე, რომ ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება კარგად ესწავლათ და ამ კეთილი ადამიანის მეტი მზრუნველობა დაემსახურებინათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში, ვასილ კოპტონაშვილის თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში, ხშირად მიდიოდნენ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი დარსკი და კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი. დარსკი კეთილი და მზრუნველი პიროვნება ყოფილა, იანოვსკი კი სასტიკ და ფიცხ კაცად ეჩვენებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს სოფელ ტოლათსოფლის სკოლის მოსწავლეებსა და მოსახლეობასთან დამშვიდობებისას ვასილ კოპტონაშვილსაცა და იქაურებსაც ტირილი დაუწყიათ, იმდენად ენანებოდათ ერთმანეთთან განშორება.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1889 წლებში გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო ივანე მაჩაბელი.

1937

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში ვასილ კოპტონაშვილი ხშირად ხედავდა ხოლმე დაბა თიანეთში ვაჟა-ფშაველას, რომელიც იქიდან აწვდიდა გაზეთის „ივერია“ რედაქციას თვის ლიტერატურულ მასალას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილის მასწავლებლობის პერიოდში, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების გამო დაიხურა გაზეთი „დროება“ და „დროების“ ნაცვლად გამოვიდა ჟურნალი „ივერია“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1889 წლებში ვაჟა-ფშაველას პატარა ხურჯინით ჩაჰქონდა ხოლმე თბილისში თვის ლიტერატურული მასალა გაზეთისთვის „ივერია“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ვასილ კოპტონაშვილს მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ პატარა ბროშურად გამოცემის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაშინდელ ცენზორს ამის ნება არ მიუცია მისთვის სამღვდელოების ბობოლა წარმომადგენელთა გავლენით, რომლებიც განცხრომით ცხოვრობდნენ და კაკო დიაკვანის მსგავს გაჭირვებულთა ბედი არ ანაღვლებდათ.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს არტემ ახნაზაროვი იყო პერსონალური პენსიონერი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს არტემ ახნაზაროვის მამა, მიხეილი იყო ხელოსანი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი სისტემატურად ათავსებდა თავის წერილებსა და ლექსებს შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში: „ნობათი“, სახალხო გაზეთი“, „საქართველო“, „თეატრი და ცხოვრება“, „ხათაბალა“, „ხელოვნება", „ქართული სიტყვა“, „მოამბე“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ცალკე წიგნებად იყო გამოსული მისი ნათარგმნი ერშოვის „კუზიანი ცხენი“, პუშკინის „მებადური და ოქროს თევზი“ და „მეფის მკვდარი ასული“, ვოლტერის მოთხრობა „ზადიგი“ და კუპერის რომანი „მერსედეს კასტილიელი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან თარგმნა ერშოვის „კუზიანი ცხენი“, პუშკინის „მებადური და ოქროს თევზი“ და „მეფის მკვდარი ასული“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვის ნაწარმოებები ნათარგმნი იყო რუსულ და სომხურ ენებზე.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს არტემ ახნაზაროვის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი თანამშრომლობდა ანტირელიგიური ხასიათის ჟურნალთან „მებრძოლი უღმერთო“.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს გიორგი ლასხიშვილი ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს ლავროვის „ისტორიული წერილები“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ იაკობ მედვედევს მის უწყებაში გაახსნევინეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობა. პეტერბურგიდან წამოსული ეს განკარგულება ემსახურებოდა ფილოქსერას კვლევა-ძიების გაძლიერება-გაღრმავებას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა პეტერბურგიდან მიიღო წინადადება თავის უწყებაში ახალი თანამდებობის გახსნასთან დაკავშირებით − კერძოდ, ექსპერტის თანაშემწისა იმ რაიონებში, სადაც ფილოქსერას მაძიებელთა ჯგუფები მუშაობდნენ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლამდე შიო არაგვისპირელი მეტად ღვთისმოყვარე ახალგაზრდა გახლდათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ღვთისმოყვარეობა მამისგან რგებია.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სემინარიაში სწავლის პირველ ხანებში თედო სახოკიას მთავრობის მოქმედებების კრიტიკა ერთი წამითაც არ გაუვლია თავში.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი ზაქარია მეტად ღვთისმოყვარე კაცი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873-1877 წლებში შიო არაგვისპირელმა დუშეთის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვერაფერი გაუგო რუსულ ანბანს და მისი ათვისება გაუჭირდა.