რეგისტრირებული ფაქტები84863
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ ხშირად ახსენედებოდა თავისი პაპა, მახარე, საფუტკრეში, სადაც იგი სრულიად მარტო საქმიანობდა ხოლმე.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867-1877 წლებში მამამისი ზაქარია შიო არაგვისპირელს და თავის დანარჩენ შვილებს ისე ზრდიდა, როგორც მრევლის შვილებს.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-იან წლებში ზაქარია დედაბრიშვილი ღარიბი მღვდელი იყო, რომელიც ერთი სამრევლოდან მეორეში გადადიოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში მასა და მის მეგობრებს ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდათ აკრძალული წიგნები, კერძოდ, პისარევის, დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკის ნაწერები.
1943
ტიპი: გარდაცვალება
1943 წელს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იოსებ ლაღიაშვილის ბიძა, მღვდელი კირილე დანელია სოფელ ბანძაში გარდაიცვალა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884-1885 წლებში თბილისის სემინარიაში სწავლამ და სემინარიის პანსიონში ცხოვრებამ ძირფესვიანად შეარყია თედო სახოკიას მსოფლმხედველობა, ახალ გზაზე დააყენა და ზურგი შეაქცევინა ყოველივე ძველებურისთვის.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს, თბილისის სემინარიაში სწავლის პირველი წლის ნახევარში თედო სახოკიას აზრადაც არ მოსვლია მასზე ზემოთ მდგომთა კრიტიკა, წლის მეორე ნახევრიდან კი ხელი აიღო ყოველივე იმაზე, რისაც მაქამდე სწამდა და ურყევ ჭეშმარიტებად მიაჩნდა.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს თედო სახოკია ისევე ენერგიულად მუშაობდა, როგორც ორმოცი-ორმოცდახუთი წლის წინათ.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.