საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88771

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გააერთიანეს და ქრისტინე შარაშიძე ბიბლიოთეკრად დანიშნეს.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმის წიგნსაცავების ხელნაწერები საქართველოს მუზეუმში გადაიტანეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს რიგიდან შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება ვერ შეძლო. მისი სიტყვებით, პიროვნება, რომელსაც პოლონელებმა გაუწიეს რეკომენდაცია, საერთო საქმისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

1929

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დიდი ჯიხაიშის გიმნაზიის დირექტორი იყო ს. ცაგარეიშვილი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას ლექსების პირველი კრებული.

1929

ტიპი: ღონისძიება

ვიქტორ გაბესკირიამ ლიტერატურული მუშაობა დაიწყო 1929 წელს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გამოქვეყნდა მიხეილ მრევლიშვილის „ხავს მოდებული ნაფოტები“.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს მიხეილ მრევლიშვილი სასწავლებლად გადავიდა მოსკოვში ჟურნალისტიკის ინსტიტუტში.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს მიხეილ მრევლიშვილი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს მიხეილ მრევლიშვილმა დაამთავრა ონის საშუალო სასწავლებელი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის „ინდუსტრიული ლირიკა“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს მარჯანიშვილის თატრში დაიდგა კარლო კალაძის პიესა „ხატიჯე“.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში კარლო კალაძე იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი ქუთაისში.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში აკაკი ბელიაშვილი იყო სამთო სამმართველოს ტოპოგრაფი თბილისში.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს ლავროსი კალანდაძე იყო ჟურნალ „განათლების“ რედაქტორი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჭეიშვილის მხატვრული კრიტიკა „ცხენის უზანგი“.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მსახურობდა წითელი არმიის ქართულ ნაწილებში პირველი ქართული მსროლელი ლეგიონის ერთწლიანთა ასეულის წითელარმიელ კურსანტად.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „რკინის ძმები“.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1931 წლებში ელიზბარ ზედგინიძე იყო მთავლიტის პოლიტიკური რედაქტორი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ ჟურნალ „პროლეტ მწერლობაში“ დაბეჭდა მოთხრობა „დაბინდებიდან გათენებამდის“.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში ივანე პაპასკირი მუშაობდა აფხაზეთის კოოპერატიული გაერთიანების კავშირში ინსტრუქტორის თანამდებობაზე.