საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87145

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლიდან შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე ქართულ გიმნაზიაში, დედათა საოსტატო სემინარიასა და დედათა ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან შალვა ქარუმიძე სახალხო უნივერსიტეტში სამი წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მსოფლიო ისტორიაზე.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 25 მაისს ირაკლი წერეთლის წინადადებით ეროვნულ საბჭოს სახელი გადაერქვა და პარლამენტი ეწოდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელი ქუთაისის გუბერნიიდან მეორე სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ფილიპე გლახუნას ძე ლორია 1878 წლის 19 აგვისტოს სოფ. ნოღაში დაიბადა.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე დაიბადა 1884 წელს სოფ. აცანაში.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წელს ირაკლი (კაკი) წერეთელი გადასახლებიდან დაბრუნდა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ირაკლი წერეთელმა საფრანგეთში იურიდიული საქმიანობა დაიწყო.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს ირაკლი (კაკი) წერეთელი მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის 9 ივლისს ფილიპე გლახუნას ძე ლორია ტრამვაის გაფიცვის მოწყობისთვის მეორედ დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ირაკლი წერეთელი ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი გახდა.

1959

ტიპი: გარდაცვალება

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1959 წლის 21 მაისს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ირაკლი (კაკი) გიორგის ძე წერეთელი 1881 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914 წლის ივლისში ფილიპე გლახუნას ძე ლორია ცარიცინში გადაასახლეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია პარიზის ობსერვატორიაში მუშაობდა.

1954

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი 1954 წლის 2 იანვარს გარდაიცვალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1911 წლებში იოსებ პავლეს ძე გობეჩია ბაქოში ცხოვრობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თბილისის სამხედრო სასამართლოს დადგენილებით იოსებ გობეჩიას პოლიციის დეპარტამენტი დასჭერად ეძებდა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იოსებ გობეჩია პარიზიდან რუსეთში დაბრუნდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ირაკლი წერეთელი ქუთაისში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი 1889 წლის 10 აპრილს ლეჩხუმის მაზრის სოფ. ბარდნალაში დაიბადა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 7 ოქტომბერს ფოთის სახელოსნო სასწავლებელის კურთხევას დაესწრნენ ქალაქის მოურავი და საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი დ. კონონოვი.

1878

ტიპი: განათლება

1878-85 წლებში ისიდორე რამიშვილი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით ისიდორე გულიაშვილი დააპატიმრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ისიდორე გულიაშვილი დააპატიმრა მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.