რეგისტრირებული ფაქტები87145
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ისიდორე გულიაშვილი იყო უპარტიო.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ირაკლი (კაკი) წერეთელი იძულებული გახდა, ქუთაისში დაბრუნებულიყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის მაისში ფილიპე გლახუნას ძე ლორიას ცარიცინიდან სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა განმტკიცებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ირაკლი წერეთელი ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვიდა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით სიმონ ჟორჟოლაძე დააპატიმრა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სიმონ ჟორჟოლაძე მოგვიანებით საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, სიმონ ჟორჟოლაძე იყო უპარტიო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, სიმონ ჟორჟოლაძე იყო რკინიგზის დამცველი რაზმის ყოფილი წევრი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს სიმონ ჟორჟოლაძემ აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა დაბა საჩხერეში თოფით და რევოლვერით ხელში, დარაჯობდა ფოსტას.
1904
ტიპი: ნასამართლეობა
1904 წელს სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვამელი კომიტეტის წევრები დაატუსაღეს, მათ შორის იყო იოსებ პავლეს ძე გობეჩია.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია ოდესაში სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დაატუსაღეს და სამშობლოში გადაასახლეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიას ოდესის უნივერსიტეტში შესვლის უფლება მისცეს.

