საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89722

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, დათიკო სიხარულიძე იყო 25 წლის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, იორდანე ლომინაძე იყო 34 წლის, მუშა, სოციალ-დემოკრატი.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 17 იანვარს აკაკი ჩხენკელმა წერილი გაუგზავნა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. მან მადლიერება გამოთქვა 26 იანვარს სადილზე მიპატიჟებისთვის და აცნობა მათ, რომ წვეულებას ვერ დაესწრებოდა მისი მეუღლე მაკრინე ჩხენკელი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 24 თებერვალს დათიკო სიხარულიძე დააპატიმრეს და 45 დღე სოხუმის ჩეკას კარცერში ჰყავდათ, აქედან 15 დღე – სიბნელეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 24 თებერვალს იორდანე ლომინაძე დააპატიმრეს და სოხუმის ჩეკაში ჩასვეს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იმ პერიოდს იხსენებდა, როდესაც ნინო ქიქოძე მას სკოლაში ასწავლიდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 26 თებერვალს მუშა სიმონ მათითაიშვილი დააპატიმრეს, სოხუმის ჩეკაში სამჯერ სცემეს, მერე ბნელ კარცერში ჩააგდეს და 6 კვირა იქ ჰყავდათ.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

ისიდორე პერტაია დააპატიმრეს 1927 წლის 16 მარტს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 17 მარტს, 12 საათზე, ისიდორე პერტაიას გამომძიებელმა ტოლსტოვმა სოხუმის ჩაკაში ორი ჩეკისტის დახმარებით „დაკითხვის“ დროს სცემა. სამ ადგილას და შუბლზე ეტყობოდა შრამები.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე, გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 29 მარტს მაქსიმე ფოცხიშვილი დააპატიმრეს და დაამწყვდიეს სოხუმის ჩეკას ცინკით ამოჭედილ პატარა საკანში, რომელშიც მიუშვეს წყალი და იქ ჰყავდათ რამდენიმე დღე, შემდეგ გამოიყვანეს და სცემეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში მუშა გიორგი ცქიფურიშვილი რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში პოლიტპატიმარი, მეჩექმე ტრიფონ სამხარაძე რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 2 აპრილს სოხუმში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი დიდი საღამო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი მჭედლიშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი ინწკირველი. მასთან ერთად დახვრიტეს 4 პირი, რომელთა ვინაობა უცნობია.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 16 ივნისს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ვენესუელის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრ ს. ლუმეტას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დაწყების სურვილს.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 27 ივნისს აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის წერილს ვაჭრობის მინისტრს, დეკორატიული ხელოვნების პრეზიდენტს და ბოკანოვსკის საღამოზე მოწვევისათვის, რომელიც გაიმართება 30 ივნისს 9 საათსა და 30 წუთზე გრან პალეში. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას, ხოლო მისი მეუღლე ვერ შეძლებს მისვლას.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 1-ლ ივლისს აკაკი ჩხენკელი ულოცავს კოლუმბიის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრ ა. ვასკეს კობოს რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დაწყების სურვილს.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 14 ივლისს, ღამით, ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა ახალგაზრდა გლეხი, რაჭველი მეპურე, ყოფილი გვარდიელი ვარლამა გელაშვილი.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წელს სენაკის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე დიომიდე ქუჩულორიამ გაზეთ „კომუნისტში“ სენაკის მაზრაში ახალამუშავებული ჰიდროელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „კომუნისტში“ აბჰესის განვითარების შესახებ ჰესის სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარის − სამსონ მამულიას მოხსენება გამოქვეყნდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სამსონ მამულია იყო აბაშის სამაზრო პარტკომის მდივანი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: სპირიდონ თოდრია, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ილია ზურაბიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, რაჟდენ დუმბაძე, იაკობ ნიკოლაძე, კონსტანტინე მარჯანიშვილი.