რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც შემდგომში მთავარი ფოსტის სამმართველოს შენობა აშენდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-1894 წლებში ბათუმში იაკობ ფანცხავას მასწავლებლობის პერიოდში იქაური ხოჯას გახსნილ სასწავლებელში მოსწავლეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ქალიშვილები, რომლებიც არ ატარებდნენ ჩადრს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-1924 წლებში ვასილ კოპტონაშვილს სურდა შეეკრიბა და ცალკე წიგნად გამოეცა ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი ყველა თავისი ნაწერი, რაც მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას აღწერდა, თუმცა ეს განზრახვა ვერ განახორციელა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭდვის შემდეგ ადგილობრივი სამღვდელოება მუდმივად აბეზღებდა სოფელ მესხის სკოლის ინსპექტორებთან და ყველანაირად ცდილობდა, რომ ის სკოლიდან დაეთხოვათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავყრილობა, რომელსაც შიო მღვიმელიც ხშირად ესწრებოდა, იყო ერთადერთი შესახვედრი და დასასვენებლი ადგილი, სადაც შეიძლებოდა პროვინციებიდან ჩამოსულთა ნახვა და ავ-კარგის გაგება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მიმსვლელთაგან არავის ექომაგებოდა გამორჩევით და ამიტომაც ყველას თავის შიოდ მიაჩნდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ ქუთაისის ბეითალმა ლანგემ ერთ ყასაბს აღმოუჩინა ტრიხინიანი დაკლული ღორი, რომელიც მაშინვე ჩამოართვეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის რეალური სასწავლებლის მეორე ინსპექტორად დაინიშნა პირველი გიმნაზიის მასწავლებელი კარპინსკი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს თბილისის საგუბერნიო ექიმმა თ. ც. ქიქოძემ ექიმ ინაშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ ჭლექის წამალი გამოიგონა, მოსთხოვა ცნობები წამლის შესახებ.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე განაცხადა, რომ მამუკა უშიშას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის: ნ. ვ. აბრამიანცი, ვ. გ. ვარლამოვი, ნიკიტა არტემის ძე გრიქუროვი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი, ალექსანდრე ბაღდ. ევანგულოვი, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვი.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე განაცხადა, რომ დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: მ. ნ. ბლეტკინი, თ. ი. ბოგდანოვი, ნ. მ. ბოლოტინი, ს. პ. ვაწაძე, მ. რ. დოლუხანოვი, ნ. ს. ქალანთაროვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: პ. ი ყიფიანი, დ. ი. ყორღანოვი, ი. ი. მეიერი, ო. ზ. ფანიაშვილი, მ. ა. პატაპოვი, პ. ნ. ფრიდონოვი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭვდის შემდეგ ადგილობრივი მღვდლები ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ვასილ კოპტონაშვილი სოფელ მესხის სკოლიდან დაეთხოვათ, თუმცა მათი ზრახვები უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ვასილი სკოლის საქმესაც კარგად უძღვებოდა და გლეხებიც დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ მის მიმართ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომას საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის ამიერკავკასიის საერთო საკითხების, სასურსათო, ჯარის ნაციონალიზაციის, კავკასიის ერთა ურთიერთობის შესახებ თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის გამართული სხდომის მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ფარნიაშვილი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, მემედ-ბეგ აბაშიძე, კონსტანტინე მესხი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე მესხი. კრებას ასევე ესწრებოდნენ მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები.