საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86028

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სტუმარმა, ვასო ქავჟარაძემ წაიკითხა მოხსენება სამურზაყანოს შესახებ. მისი აზრით, აუცილებელი იყო სამურზაყანოს სკოლის ნაციონალიზაცია, სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოების მოწყობა, კოოპერატიული მოძრაობები და სხვ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე სასწავლებელთა გამგე-კომისიამ განიხილა 13 კანდიდატი, მათ შორის სასწავლებლის ყოფილი დირექტორი ოჰანეზოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის სახელოსნო სასწავლებლის დირექტორად სასწავლებელთა გამგე-კომისიამ დანიშნა ბორჯომის სახელოსნო სკოლის გამგე პობედიმოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა ისაუბრა სამურზაყანოში საბჭოს წარმომადგენლის თანამდებობის დაარსების აუცილებლობაზე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს დავითაშვილების ოჯახში წაკითხული „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ შიო მღვიმელის მიერ წაკითხული პირველი წიგნი იყო დედაენის შემდეგ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ალექსანდრე აბაზაძეს ჰქონდა ნათარგმნი ავენარიუსის ნაწარმოები „ბანჯგვლიანი ფუტკარი“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გორში ჩასულ სანდრო ქუჩუკაშვილს, შიო დავითავიშვილმა, მისმა ცოლმა ქეთევანმა და ქუჩუკაშვილების მეგობარმა, თედო გოლიევმა, ურჩიეს, არ წაეყვანა შიო შუამთის მონასტერში, თუმცა ვერაფრით შეძლეს სანდროს გადარწმუნება.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს სანდრო ქუჩუკაშვილი შუამთის მონასტერში ჩავიდა შიო მღვიმელისთვის მორჩილის ადგილის დასაბევებლად, მაგრამ იქაურმა ბერებმა ადგილის სიმცირის გამო უარი უთხრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ შულავერში, ბორჩალოს მაზრის წარმომადგენელთა კრებაზე ვ. ცაბაძე, პეტრე ქავთარაძე და შალვა ამირეჯიბი გაეგზავნათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ კახეთში, ბადიაურში უნდა გაგზავნილიყვნენ ვლადიმერ ჯიბლაძე, პეტრე ქავთარაძე და ფილიპე მგელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა ისაუბრა საკონტროლო სექციის დაარსების აუცილებლობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მზრუნველობის სექციის დაარსება, რომელიც დახმარებას გაუწევდა საქველმოქმედო საზოგადოებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. სხდომის თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა წარმოადგინა დებულების პროექტი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ტერიტორია შემოიფარგლება სოფელი ინგირიდან მდინარე ბზიფამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ წაიკითხა მოხსენება ბანკის მოსამსახურეთა გაფიცვის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქართული კორპუსის უფროსად დაინიშნა გენერალი ვასილ გაბაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ქართული კორპუსის შტაბის უფროსად დაინიშნა პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში შიო მღვიმელის დიაკვან ძმას, სანდროს არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში მიებარებინა პატარა შიო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე კანდელაკი საფინანსო სექციის თავმჯდომარედ აირჩეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ევროპაში წამსვლელი დელეგაციის თავმჯდომარედ გრიგოლ გიორგაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ეროვნული საბჭოს სახელით ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა გაგზავნილიყო ირაკლი ამირეჯიბი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისარად დაინიშნა ნიკოლოზ ქარცივაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისარს, ნიკოლოზ ქარცივაძეს დაენიშნა ხელფასი თვეში 750 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს იოსებ გოგოლაშვილის მოხსენება ბათუმში მყოფ ტყვეთ ჩავარდნილ ქართველ მეომართა გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.

1937

ტიპი: ნასამართლეობა

1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ხვთისო კიკოლეს ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობაზე.