რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან ერთი თუმანი (10 მან.) გამოუგზავნა ივანე უთნელიშვილმა ავქსენტი ცაგარლის ფონდის დასახმარებლად.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელის 29 სექტემბერს ნიკო ბუჩაშვილმა დათუა მგელიკას ძე ლიქოკელი დააპატიმრა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ მინდია მგელას ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე თქვა, რომ ბაბუკა ჭრელიას ძე ლიქოკელი მან დაითანხმა ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს საერო განათლების სამინისტრომ ნებართვა გასცა ქუთაისში დაარსებულიყო მეორე საქალაქო სასწავლებელი და თავად იკისრა აშენების ხარჯი. ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი როსიკი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ხევსურების ამბოხების დროს დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი ხევსურთა წინამძღოლი იყო და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე თქვა, რომ საბჭოთა მთავრობის მხრიდან შევიწროების შემთხვევაში ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით იბრძოლებდა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს თბილისში ჟურნალისტ მაკ. გრეგორთან გამართულ შეხვედრებს ღერენა, გიორგი და გიგუა ლიქოკელები ესწრებოდნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის იყვნენ: დ. დ. ქეთხუდოვი, ი. ი. ხრამელაშვილი, გ. ნ. შარიფოვი, გ. გ. შახბუდაგოვი.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მუხლში დაჭრილი განჩაროვი ჭრილობის მოშუშების შემდეგ 1903 წელს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა მოძრაობას მიემხრო.
1903
ტიპი: ნასამართლეობა
1903 წელს მექვაბე განჩაროვის დაჭრაში ბრალდებული პარმენ სვანიძე რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ გაამართლა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, გაბრიელ სუნდუკიანცი ხმოსანთა კრებაზე საქალაქო საქმის განხილვაში იღებდა მონაწილეობას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი (ჯიბგირი) ოდიშვილი და სანდრო ცხინვალელი 24 აპრილს ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 22 აპრილს, შუადღის 2 საათზე ივანე მაკასაროვი ორთქმავლის ქვეშ ჩავარდა და ფეხი მოიტეხა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ პეტრე გრიგორის ძე უზნაძე, ნინო გრიგორის ასული ანანიევა და სალომე ნიკოლოზის ასული უზნაძე მამიდის, ეფემია (ელენე) იოსების ასულ შიშნიევის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. დაკრძალვა 10 თებერვალს სოფელ ხურვალეთში გაიმართებოდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ბეთანოვი 22 აპრილს ნავთლუღში, მტკვრის პირას გარდაცვლილი ნახეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ოსიაურში პავლე ამბაროვის საწვრილმანო დუქანს ცეცხლი წაუკიდეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მსროლელთა ბატალიონის მახლობლად მდებარე ნადიროვის მამულები ღარიბ-ღატაკებმა და უსახლკაროებმა მიიზომეს.