რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წელს დათვია მგელიკას ძე ლიქოკელმა საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიციელი მოკლა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს ბაძია მგელას ძე ლიქოკელი, რომელიც ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატომრეს, 30 წლის იყო.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წლის 9 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა წამების შემდეგ დაკითხვაზე აღიარა, რომ გაგა გიორგის ძე ლიქოკელი ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს დაპატიმრებულმა დათვია მგელიკას ძე ლიქოკელმა სასამართლოზე აღიარა, რომ 30-იანი წლების დასაწყისში თავდაცვის დროს შინსახკომის ორი მუშაკი დაჭრა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936-37 წლებში გიორგი გაგას ძე ლიქოკელს ხევსურეთის კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს დაპატიმრებულ დათვია მგელიკას ძე ლიქოკელს სასამართლომ ვერ დაუმტკიცა ხევსურეთის შეიარაღებული აჯანყების სამზადისში მონაწილეობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს განჯის საკრებულოს ტაძარში გადაიხადეს ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
1891
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებული დათვია მგელიკას ძე ლიქოკელი 1891 წელს სოფ. ქვაბულოში დაიბადა.
1903
ტიპი: გარდაცვალება
1903 წელს ილია ნებიერიძემ და მისმა თანამოაზრეებმა ჯაშუში მამულაიშვილი ყელგამოჭრილი გზაზე დაადგეს.
1936
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1936 წელს პატიმარ გიორგი გაგას ძე ლიქოკელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ციხეში მის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდნენ.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებულ დავით გიგიას ძე ლიქოკელს სასამართლომ ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობა ვერ დაუმტკიცა.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 2 იანვარს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვისას თქვა, რომ ზვიად ბაბუას ძე ლიქოკელს ხევსურეთის კონტრრევოლუციური მოძრაობის შესახებ მან გააგებინა.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წელს დაპატიმრებულ ხვთისო კიკოლას ძე ლიქოკელს სასამართლომ ვერ დაუმტკიცა ხევსურეთის ანტისახელმძიფოებრივ მოძრაობაში მონაწილეობა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს რკინიგზის მთავარი სახელოსნოს წარმომადგენლები, ილია ნებიერიძე და ტიხონა სანაძე, გიორგი თათუზოვმა დიდუბეში, თავის სახლში, დაიბარა.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს გიორგი გაგას ძე ლიქოკელმა ჟურნალისტ მაკ გრეგორს ხევსურეთის ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში მონაწილე 48 ხევსურის სია გადასცა.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს ქუჩაში მიმავალ გიორგი თათუზოვს გარსო მამაცაშვილმა ზურგში ესროლა და მოკლა. სიკვდილამდე თათუზოვმა გასროლა მოასწრო, მაგრამ შემთხვევითი გამვლელი დაჭრა ფეხში.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს პატიმარ ღერენა გიორგის ძე ლიქოკელს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ ფშავის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობა აქტიურად უჭერდა მხარს ხევსურეთის კონტრრევოლუციურ მოძრაობას.