რეგისტრირებული ფაქტები88149
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლიდან ჭიათურის შავი ქვის საწარმოში თეცდორე კიკვაძის მუშაობის პერიოდში იქაურმა ინტელიგენციამ ჭიათურის კულტურული განვითარების საქმე წამოიწყო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში, თევდორე კიკვაძე ნაცნობებს შორის ფულს აგროვებდა მშობლიური მაკვანეთის სკოლის დასახმარებლად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში, თევდორე კიკვაძე მაკვანეთში მისი ინიციატივით დაარსებულ სკოლას უგზავნიდა საჭირო ავეჯსა და ინვენტარს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში, თევდორე კიკვაძე ხშირად სტუმრობდა ქუთაისსა და სახალხო სკოლების დირექტორ ლევიცკისგან დაჟინებით მოითხოვდა მშობლიური მაკვანეთის სკოლის დამტკიცებას.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძესთან ერთი-ორი დღით ხშირად ჩერდებოდნენ აკაკი და გიორგი წერეთლები, რომლებიც ან საჩხერეში მიდიოდნენ ან იქიდან ბრუნდებოდნენ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა თბილისის სასულიერო გიმნაზიაში მომხდარი მოსწავლეთა აჯანყების ორგანიზატორებზე შური იძია და სემინარიადამთავრებულებს ყოფაქცევაში ოთხიანი გამოაყოლა.
1890
ტიპი: თანამდებობა
არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რომელიც 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, შემდგომში ვარშავის არქიეპისკოპოსი გახდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ფილიპე მახარძე და ნოე ჟორდანია სწავლის გასაგრძელებლად ვარშავაში გაემგზავრნენ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს აკაკი და გიორგი წერეთლების სტუმრობისას თედო კიკვაძის სახლში თავს იყრიდა ჭიათურის მთელი დემოკრატიული ინტელიგენცია.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს აკაკი და გიორგი წერეთლების სტუმრობისას თედო კიკვაძის სახლში ნარჩევი ხალხი იკრიბებოდა და იმართებოდა სჯა-ბაასი სხვადსხვა პოლიტიკურ, კულტურულ თუ ლიტერატურულ საკითხზე.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 17 ივლისს პოლიციამ სადგურში მიმავალი ქუთაისელი სოციალ-დემოკრატი აბრამ რიჟინაშვილი მოკლა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 სექტემბერს თელავში გაემგზავრნენ თბილისის საოლქო სასამართლო განყოფილების თავმჯდომარე ა. გ. რიბინი, წევრი ა. ი. მიტკევიჩი და პროკურორი პ. პ. ფონკლუგენი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძარში გადაიხადეს ქალაქის საბჭოს ხმოსნად ნამყოფი ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი.
1866
ტიპი: ნასამართლეობა
1866 წლის აპრილში ალექსანდრე II-ზე თავდასხმის გამო კარაკოზოვი ჩამოახრჩვეს, ვარლამ ჩერქეზიშვილი კი 8 თვით ციხეში ჩასვეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 2 მარტს ვლადიმერ ლენინს სატელეფონო საუბრისას მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ აცნობეს, რომ აუცილებელი იყო წითელი არმიის განსაკუთრებული განყოფილებისთვის მოსკოვიდან დაუყონებლივ დაედასტურებინათ,რომ რევკომს დამორჩილებოდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია მაკედონიაში გაგზავნა მაკედონური სისტემის ყუმბარების დამზადების შესასწავლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხულმა ტიგრან კაჩაროვმა პოლიციაში განაცხადა, რომ 1909 წელს პარტია ნოე ჟორდანიას დავალებების შესრულებაში ყოველთვიურად 50 მანეთს უხდიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აირჩიეს კონსტიტუცისს კომისიის წევრები: გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, შალვა მესხიშვილი, ივანე გობეჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განისაზღვრა საზავო დელეგაციის წევრები: აკაკი ჩხენკელი, გიოირგი კვინიტაძე, ზურაბ ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვახტანგ ღამბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფში არსებული დაძაბული მდგომარეობა. შედეგად, გიორგი გვაზავას დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების წარმართვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

