რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ საჭამიასერში აჯანყებულებმა გიორგი ზაქარეიშვილი მოკლეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 29 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა მაქსიმე ქველიაშვილი. დაჭრილმა რამდენიმე დღით ტყეს შეაფარა თავი, მაგრამ უკან დახევისას აჯანყებულებმა მოკლეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 30 აგვისტოს აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიჭრა 43 წლის ლუკა ივანიასძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ საჯავახოს მახლობლად აჯანყებულებთან შეტაკებისას ბესარიონ მეფარიშვილი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 30 აგვისტოს სოფელ პატრიკეთში აჯანყებულებთან შეტაკებისას კალისტრატე მაღლაფერიძე დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აჯანყებამ პავლე სვანიძეს ციხეში მოუსწრო და ბოლშევიკი ჯალათების მსხვერპლი გახდა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აჯანყების დროს კოწია სამყურაშვილი ამხანაგებთან და მოხუც მამასთან ერთად იბრძოდა. ორივე ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონში გაგზავნეს იმ საშინელ ვაგონებში, სადაც 200 სხვა ტყვესთან ერთად დახოცეს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
გრიშა კეკელიძე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში იარაღით ხელში ამხანაგებთან ერთად. ტყვედ ჩავარდა და ზესტაფონის საშინელ ვაგონებში იარაღით მოკლეს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 30 აგვისტოს აჭარის საგანგებო კომისიის კოლეგიის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება აჭარაში შეიარაღებული აჯანყების მოწყობის ბრალდებით დაპატიმრებულ პირთა მიმართ – 23 პირს დახვრეტა მიესაჯა, განაჩენი 1-ელი სექტემბრის ღამის 3 საათზე მოიყვანეს სისრულეში – ყველა ერთდროულად დახვრიტეს, მათ შორის იყვნენ: 19 წლისები – ალექსანდრე ზოიძე და კირასი მკურნალიძე და ახალგაზრდა ქალი აღათი გორდელაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას 23 წლის მიხეილ (მიშა) მეძმარიაშვილი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სვირის რაიონში აჯანყებულებთან შეტაკებისას დაიღუპა გრიგოლ ხობუა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ საყულიაში აჯანყებულებთან შეტაკებისას გალაქტიონ (კოკი) კანდელაკი დაიღუპა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 31 აგვისტოს სოფელ დვაბზუში აჯანყებულებთან შეტაკების დროს დაიღუპა მაკარ ართილაყვა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში ვანში ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გერონტი ლუკას ძე ავალიანი გარდაიცვალა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით სიღნაღის მაზრაში დახვრიტეს 60 კაცი, მათ შორის 36 წლის ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 44 წლის ლევან გიორგის ძე სამადაშვილი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 40 წლის იოსებ ივანეს ძე ბოლღაშვილი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 27 წლის ვიქტორ გიორგის ძე ვაჩნაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 35 წლის კოტე დავითის ძე ვაჩნაძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 48 წლის ვლადიმერ ვახტანგის ძე თულაშვილი.

