რეგისტრირებული ფაქტები89226
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ პავლეს ძე რაზიკაშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ დუტუ მეგრელს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის გაზაფხულიდან რევკომის მითითებით სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ ქართული წითელი არმიის შექმნა დაიწყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სეიმის რეკონსტრუქცია მოხდეს ეროვნული პარლამენტარიზმის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს სხვადასხვა მთავრობის უარყოფას და ანარქიის მოსპობას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე, მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა გამოთქვა თავისი პარტიის პოზიცია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წინააღმდეგიიყო ისეთი ცენტრის შექმნისა, რომელსაც გადაეცემოდა მნიშვნელოვანი საკითხები: საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მუშაობა, სამხედრო ძალების მოწყობა, საფინანსო საქმეების წარმართვა და სხვ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის ერთა პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნის თაობაზე შექმნილი კომისიის შესახებ, რომელსაც დაევალა გამიჯვნის პროექტის შედგენა და კომისიისთვის წარდგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრებას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი რუსულ ენაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღმასრულებელ კომიტეტსა და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს მთავრობის თავმჯდომარედ და შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს ნოე რამიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩიეს აკაკი ჩხენკელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე სამხედრო მინისტრად აირჩიეს გრიგოლ გიორგაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გიორგი ჟურული ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრად აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე განათლების მინისტრად აირჩიეს გიორგი ლასხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე მიწათმოქმედების და შრომის მინისტრად აირჩიეს ნოე ხომერიკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე იუსტიციის მინისტრად აირჩიეს შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გზათა მინისტრად აირჩიეს ივანე ლორთქიფანიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს საკონსტიტუციო კომისია: ნოე ჟორდანია, სერგი ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ დადიანი, გიორგი გვაზავა და კონსტანტინე მაყაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს დამფუძნებელ კრების საარჩევნო კომისია: ალექსანდრე ლომთათიძე, ირაკლი წერეთელი, სილიბისტრო ჯიბლაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, ივანე გობეჩია, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ნუცუბიძე, სპირიდონ კეიდია და ალექსანდრე ახმეტელი.

