საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86539

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს საბიუჯეტო და საფინანსო კომისიის წევრები: ევგენი გეგეჭკორი, ნიკო ელიავა, დიომიდე თოფურიძე, ანდრია ჭიაბრიშვილი, სვიმონ მდივანი, ივანე ვარაზიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე, გერონტი ქიქოძე და პეტრე ქავთარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ ლეო ნათაძე, ნოე ცინცაძე, ვლასა მგელაძე, ვასილ წულაძე, მელიტონ რუსია, ფილიპე ლორია, ვიქტორ ჟღენტი, ილია ბადრიძე, დავით შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაჟდენ ალექსიძის გამოცხადებული ეროვნული საბჭოს შემადგენლობა ერთხმად დამტკიცდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სიმონ მდივნის ნაცვლად, საფინანსო კომისიის წევრად აირჩიეს მიხეილ ყაუხჩიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, ალიონელთა ჯგუფიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდა შალვა შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ ბიქტორ ნინიძე, ვასილ ცაბაძე, ნიკოლოზ იობაშვილი, ილია გოგელია, თევდორე კიკვაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, გრიგორ ურატაძე, იუნუს წულუკიძე, სარდიონ თევზაძე, იოსებ მარუაშვილი, სოლომონ დოლიძე, გიორგი სადაგაშვილი, სტეფანე ელიაძე, ბაგრატ მიკირტუმოვი, გრიგოლ ცინცაძე, მიკირტიჩ ვარდოიანცი, ოლღა სოლოღაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციიდან ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, სამსონ ფირცხალავა, სვიმონ მდივანი, იასონ ბაქრაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი უზნაძე, სამსონ დადიანი, იოსებ გედევანიშვილი, თევდორე ღლონტი და შალვა მიქელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-ფედერალიტთა პარტიიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ შალვა ნუცუბიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ერასტი ტოროტაძე და აკაკი ფაღავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალისტ რევოლუციონერებიდან ეროვნულ საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ილია კაკაბაძე და ივანე ვარაზაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციიდან საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ ვასილ წერეთელი, დიმიტრი ჯავახიშვილი, რევაზ გაბაშვილი, მიხეილ მაჩაბელი, იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გაგლოევი, ვლადიმერ ჯუღელი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ანდრია ჭიაბერაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალისტურ რევოლუციური ფრაქციიდან შედიოდნენ კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ნათაძე, ვლადიმერ გობეჩია, ივანე ჩერქეზიშვილი, იოსებ გობეჩია, ივანე გობეჩია, იოსებ აბაკელია, კონსტანტინე ჯავრიშვილი, ლეო შენგელაია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში უპარტიოთა ჯგუფიდან შედიოდნენ კონსტანტინე აფხაზი და კონსტანტინე მაყაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში ალიონელთა ჯგუფიდან შედიოდნენ პავლე საყვარელიძე, პეტრე ქავთარაძე, ივანე გომართელი და კალენიკე ქავთარაძე.