რეგისტრირებული ფაქტები86618
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს გიორგი ელისაბედაშვილი მუშათა და გლეხთა ინსპექციის თავმჯდომარედ დანიშნეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 მაისს ალექსი ქართველიშვილი სხვა დამნაშავეებთან ერთად მეტეხის ციხიდან გაიქცა.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
1908 წელს მეტეხის ციხიდან გაქცეული ალექსი ქართველიშვილი დაიჭირეს და ისევ ციხეში ჩასვეს.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ა. აკოპიანსბსამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს მეტეხის ციხეში ალექსი ქართველიშვილს ამანათი შეუგზავნეს, რომელშიც იდო 25 მანეთი, ასევე ეფემ კუჩუკის ბარათი წარწერით: „ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც გეუბნებოდი“ (ნიკონი მოვკალით).
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მაისში მეტეხის ციხეში ვანო მაისურაძემ ბომბის დასამზადებლად საჭირო ნივთები შეიტანა.

