საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86940

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს კანონის საბოლოო რედაქცია სახელმწიფო თანხიდან ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების გასამრჯელოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონის საბოლოო რედაქცია მთავრობის კანცელარიის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაფიელ ივანიცკიმ საბჭოს თავმჯდომარის პირადი მდივნის ხელფასად ათასი მანეთის განსაზღვრა მოითხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელია) თავმჯდომარის პირადი მდივნის თვიურ ანაზღაურებად 750 მანეთი განისაზღვრა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, დაადგინეს მთავრობის კანცელარიის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტში ნავარაუდევი ხარჯის ოდენობა სტენოგრაფისტების დასაქირავებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კვესტორის უფროს თანაშემწეს განესაზღვრა ხელფასი 450 მანეთი, უმცროს თანაშემწეს – 400 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, დაწესდა ბიბლიოთეკარის თანამდებობა და მას განესაზღვრა ანაზღაურება თვეში 600 მანეთის ოდენობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, წევრებმა მიიღეს კანონის შორაპნის მაზნის შავ ქვაზე საფუთო გადასახადის გაზრდის შესახებ და გადასცეს სარედაქციო კომისიას საბოლოო რედაქციისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მთავრობის კანცელარიის შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის პროექტი გადაეცა სარედაქციო კომისიას საბოლოო რედაქციისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელია) საქართველოს გზებზე სადარაჯო რაზმის დაარსების კანონი საბოლოო რედაქციისთვის სარედაქციო კომისიას გადასცეს.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1821

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში გიორგი ყურულაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1873

ტიპი: ნასამართლეობა

1873 წლის 6 დეკემბერს დავით კეზელმა, ალექსანდრე მაჭარაშვილმა და სტეფანე ჭრელაშვილმა, რომლებიც მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საკადრისად არ მიესალმნენ, განაჩენის გამოტანამდე 3 თვე მეტეხის ციხეში გაატარეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 13 თებერვალს ვლადიმერ ლენინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, გაეზარდათ და გაეძლიერებინათ საქართველოს წითელი არმია. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში ცენტრალური კომიტეტის ყველა წევრს პარტიიდან გაგდებით ემუქრებოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 17 დეკემბერს ბათუმის საბჭოს პირველ საზეიმო სხდომაზე თენგიზ ჟღენტი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ფილიპე მახარაძემ თბილისში სრულიად საქართველოს საბჭოების პირველი ყრილობა გახსნა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ლადო დუმბაძე თბილისის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იყო.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე აკრძალული წიგნის (შელგუნოვი) კითხვისთვის სემინარიის ბოლო კურსიდან მგლის ბილეთით დაითხოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 დეკემბერს მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილმა თბილისის საბჭოს პირველი საზეიმო სხდომა გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბერში მამია ორახელაშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში მიხეილ ივანეს ძე კახიანი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში ნ. ოკუჯავა ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში ა. ალიევი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 17 ივნისს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა ხელმეორედ მოისმინა ვ. ჯიქიას მოხსენება ქართული წითელი არმიის შექმნის შესახებ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ნოემბერში საქართველოს სსრ რევოლუციურმა კომიტეტმა თენგიზ ჟღენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შეიყვანა.