საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 28 თებერვალს გრიგოლ ვეშაპელმა ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, პარიზში ქაქუცას „შეფიცულთა“ ჯგუფი სულ უფრო ღიად უპირისპირდება მენშევიკებსო.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის მარტში ნაწამები დიმიტრი გაბუნია, რომელიც გამოკეთდა, ხელახლა დააპატიმრეს და ჩეკას ციხეში ისე დაავადდა, რომ ექიმთა კომისიამ მისცა 454 მუხლი, რაც ნიშნავდა, რომ ასეთი პატიმრის ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის მარტში დიმიტრი გაბუნიას, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, 3 წლით რუსეთში გადასახლება მიუსაჯეს. მან სამშობლოში სიკვდილი ამჯობინა და შიმშილობა გამოაცხადა. მომაკვდავის ეტაფში წაყვანა ვერ მოახერხეს, ამიტომ 3 წლით გადასახლება 5 წლის ციხით შეუცვალეს. ის ციხის საავადმყოფოში ელოდა სიკვდილს.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 10 მარტს მიხეილ ჯავახიშვილმა სერგო კლდიაშვილს მისწერა, რომ „მნათობის“ წესდების თანახმად, სხვა გაზეთში ან ჟურნალში უკვე გამოქვეყნებული მასალის ხელმეორედ დაბეჭდვა ჰონორარით აღარ ანაზღაურდებოდა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 21 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა ბარათი და სთხოვა, გადასაწერად ეთხოვებინა გაზეთ „თემის“ 1911 წლის 43-ე 46-ე და 47-ე ნომრები.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 3 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება სწერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას, რომ საზოგადოება უნივერსიტეტს უფლებას აძლევს (საჭიროებისდა მიხედვით) ზოგიერთი ეთნოგრაფიული ნივთი გადასცეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 27 აპრილს სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იოსებ იოანეს ძე ჭუმბურიძე გარდაიცვალა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის მაისში სოციალ-დემოკრატი ქარუმა ტალიაშვილი დააპატიმრეს და დაუზოგავად აწამეს, რის გამოც ჭკუიდან შეირყა და მძიმედ დაავადმყოფდა. გაათავისუფლეს, როდესაც სულს ლევდა, მოკვდავი ციხის საავადმყოფიდან საკაცით გაიტანეს და მალე გარდაიცვალა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 7 მაისს სიმონ მდივანმა პარიზიდან ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, რომ გრიგოლ ვეშაპელი კავკასიაში დაბრუნებას ორ თვეში შეძლებდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 17 მაისს ტიციან ტაბიძემ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მისწერა და შეატყობინა, რომ ქართული ენის სიწმინდის კომისიამ სექციაში სამუშაოდ საქართველოს მუზეუმის გამგის მოადგილე, იროდიონ სონღულაშვილი მიიწვია.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 17 მაისს ტიციან ტაბიძემ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს შეატყობინა, რომ ენის სიწმინდის კომისიამ ქართული ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური შემოქმედების ბიბლიოგრაფიის შედგენა და მისი ხელოვნების სასახლეში განთავსება დაადგინა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 11 ივნისს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ლევილში.

1926

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ივლისს ისიდორე რამიშვილი თბილისშიკომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს კრებას ესწრებოდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ივლისს იოსებ სტალინი თბილისში კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს კრებას ესწრებოდა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ჩხეიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ფელიქს ძერჟინსკი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 23 ივლისს ერთა ლიგის ეროვნებათა საბჭოს საქართველოს ასოციაციის მდივანმა, ხარიტონ შავიშვილმა წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც იგი საუბრობს ერთა ლიგის დემონსტრაციაზე მშვიდობიანობის დასამყარებლად და სთხოვს მას, მთავრობის პოზიციის გაზიარებას და დელეგატების გამოგზავნას, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსრიდეს ქართველი ხალხის პოზიცია.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის მეთაური, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ალექსანდრე გძელიძე და არალეგალური მუშაობისთვის 10 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი შალვა ბორჩხაძე და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პოლიკარპე გეგეშიძე და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ციბალაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 10 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით ცაავა და არალეგალური მუშაობისთვის 3 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ნიკოლო მიწიშვილმა ლეო ქიაჩელს მისწერა, რომ წერილები, რომლებსაც ის უგზავნიდა, ტიციან ტაბიძემ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ გადასცა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და სთხოვა, რაჟდენ გვეტაძისთვის მოკითხვა გადაეცა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და შეატყობინა, რომ ილია ერენბურგი მალე ბორჯომში აპირებდა წასვლას და მის ნახვას იქ შეძლებდა.