რეგისტრირებული ფაქტები89225
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის სექტემბერს თბილისის საკრედიტო საზოგადოების ბანკში ფინანსთა სამინისტროს მოხელეებმა მურავიოვმა და ლებედინსკიმ რევიზია ჩაატარეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 სექტემბერს ქალაქის საჭოს დარბაზში გაიმართა ქალაქის მედუქნეებისა და მეტრაქტირეების კრება. უნდა აერჩიათ სააქციზო გადასახადების გადამწერები. კრების თავმჯდომარე იყო ნ. პ. კოკჩაევი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ივანე თეოდორეს ძე ზოლოტარევი მიწათმოქმედების სამინისტრომ თბილისის გუბერნიის მიწების გამმიჯვნელი დასის მუშაობის ზედამხედველად დანიშნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გ. ვ. სობოლევსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსებულ სასწავლებელში ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსებულ სასწავლებელში ანატომიას გ. ვ. სობოლევსკი ასწავლიდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსებულ სასწავლებელში ფიზიოლოგიას ე. გ. ფეოდოროვი ასწავლიდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსებულ სასწავლებელში მასაჟის თეორიასა და ტექნიკას ა. გ. მაღალაშვილი ასწავლიდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭომ მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრის, ა. ს. ერმოლოვის თბილისში ყოფნის დროს გადაწყვიტა, საზოგადოების კრება დაენიშნათ და მინისტრი მიეწვიათ.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და ვასილ ნოდია რუსეთში დახვრიტეს.
1852
ტიპი: ღონისძიება
1852 წელს ივანე გივის ძე ამილახვარი შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა და პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მიხეილ გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსდა მასაჟისა და სამკურნალო ტანვარჯიშის კურსები როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის. ოთხთვიანი კურსის ფასი იყო 30 მანეთი.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის შენობის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის, ესენი იყვნენ: პავლე დიანოსის ძე დგვეფაძე, დავით თევდორეს ძე ლეჟავა, იაკობ ბეჟანის ძე ჩხიკვაძე და ივანე დავითის ძე კაკაბაძე – 2-2 მან., ლაზარე თადეოზის ძე სანაძე და ექვთიმე მაქსიმეს ძე ბექაია – 3-3 მან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში შალვა ელიავა რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის იანვარში დაპატიმრებული ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე გურიიდან თბილისში წაიყვანეს.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის იანვარში გურიაში ჩასულმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ გუბერნატორი სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლუარსაბ მაყაშვილი თელავის სამაზრო პოლიციის გამგეობის მეათე კლასის მოხელე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლუარსაბ მაყაშვილს საგუბერნიო რეგისტრატორის წოდება მიანიჭეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ იორამაშვილი თიანეთის სამაზრო პოლიციის გამგეობის კანცელარიის მოხელე იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ იორამაშვილს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიანიჭეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი ხახუტაშვილი პატარა მეჯვრისხევის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

