რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს მეფისნაცვლის თანაშემწე, კრიმ-გირეი გურიაში გაემგზავრა და მოისმინა იქაური გლეხების მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიის გლეხებმა მეფისნაცვლის თანაშემწე კრიმ-გირეის წარუდგინეს მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიის გლეხების მოთხოვნები აგრარულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ-დემოკრატიული პროგრამის საფუძველზე თევდორე კიკვაძის ბინაში შემუშავდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ოზურგეთში მცხოვრები თედო კიკვაძის ბინაზე იკრიბებოდა იმ დროს ახლადდაარსებული სოციალ-დემოკრატიული ბიურო.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს სოციალ-დემოკრატიული ბიურო, რომლის წევრიც გახლდათ თევდორე კიკვაძე, ხელმძღვანელობდა გურიის გლეხკაცთა ინტერესების დამცავ მოძრაობას.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ საკითხთა მოუგვარებლობით გამოწვეული მღელვარების ჩასაქრობად, მთავრობამ იქ დამსჯელი რაზმი გაგზავნა გენერალ ალიხანოვ-ავარელის მეთაურობით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიადაგზე სახალხო მღელვარების ჩასაქრობად, გენერალმა ალიხანოვმა სამხედრო და საალყო წესები გამოაცხადა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, იქ მივლენილმა გენერალმა ალიხანოვმა რევოლუციონერების წინააღმდეგ უსასტიკესი ზომები მიიღო.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, იქ მივლენილმა გენერალმა ალიხანოვმა ადგილობრივებში გააჩინა ხალხის მოღალატეები და დამსმენები.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიდაგზე სახალხო მღელვარების დროს, თევდორე კიკვაძეს განსაკუთრებით ემტერებოდნენ: ტიფო ნაკაშიძე, ნიკოკი თაყაიშვილი, გრიგოლ და ივანე ჯაყელები, თაყა ღლონტი და თომა კალანდარიშვილი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში აგრარულ ნიადაგზე სახალხო არეულობის პერიოდში, იმ დროის ცნობილი ადგილობრივი დამსმენები იყვნენ: ტიფო ნაკაშიძე, ნიკოკი თაყაიშვილი, გრიგოლ და ივანე ჯაყელები, თაყა ღლონტი და თომა კალანდარიშვილი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს პოლიციამ ადგილობრივ დამსმენთა მითითებით თედო კიკვაძის ბინა გაჩხრიკა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გურიაში თედო კიკვაძის ბინის ჩხრეკას ბოქაული სალაყაია ხელმძღვანელობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, სადაც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში თავის მწვერვალს მიაღწია.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძე დააპატიმრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში, გურიაში თედო კიკვაძის დაპატიმრების განკარგულება გენერალმა ალიხანოვმა გასცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძის ბინას ალყა შემოარტყეს გენერალ ალიხანოვის ჯარებმა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში, თედო კიკვაძის დაპატიმრებას ხელმძღვანელობდა ბათუმიდან ოზურგეთში სპეციალურად წარგზავნილი ჟანდარმთა პოლკოვნიკი ჯაყელი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში პოლკოვნიკი ჯაყელი ბათუმიდან ოზურგეთში ჩავიდა თედო კიკვაძის დასაჭერად.

