საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87253

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილმა და ალექსანდრე ბეკზადიანმა სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 ივლისს საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციების კონფერენციაზე გაირკვა, რომ ზაქათალა აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა და ეს ოფიციალურად უნდა ყოფილიყო დეკლარირებული. წინასწარ შეთანხმებას ფილიპე მახარაძემ და ნარიმან ნარიმანოვმა მოაწერეს ხელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში ეფრემ ეშბა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.