საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18 სექტემბერს კახეთის მოედანზე ბეითალ ვარშამოვის სახლს გაუჩნდა ცეცხლი, ორსართულიანი სახლი დაიწვა და ვარშამოვს დაახლოებით 20 000 მანეთის ზარალი მიადგა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1906 წლებში შორაპნის მაზრის გლეხები რუსეთის ჯარში აღარ მიდიოდნენ, აფრასიონ მერკვილაძეს აფარებდნენ თავს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისის პლენუმზე, რომელსაც იოსებ სტალინი ესწრებოდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სამეურნეო ღონისძიებების გაერთიანებაზე იმსჯელეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ბათუმში მყოფ აფრასიონ მერკვილაძეს შეატყობინეს, რომ შორაპნის მაზრის მოსახლეობას ძალიან ავიწროვებდნენ, მისი რაზმის ყოფილ წევრებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გაბრიელ ეპისკოპოსმა ფოთის საკათედრო ეკლესიის მღვდლად გაამწესა.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილმა სტავროპოლის სემინარია დაამთავრა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 ნოემბერს შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 სექტემბერს ბათუმში, რკინის თეატრში", წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის კომედია „ჭკუისა მჭირს".

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმზე ბუდუ მდივანსა და მისი პარტიის წევრებს ამიერკავკასიის ფერდერაციის შექმნის წინააღმდეგ გამოსვლა აუკრძალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის დროს ვლადიმერ ლენინის მითითებით უმთავრეს ყურადღებას რესპუბლიკების სამეურნეო ღონისძიებათა გაერთიანებას აქცევდნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

ერმოლოვმა ვარდენ თიკანაძე ასტრახანის ციხეში იცნო და ადმინისტრაციას მისი ვინაობა შეატყობინა. 1910 წელს თიკანაძე ბათუმში გადაიყვანეს.