რეგისტრირებული ფაქტები87735
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-3 თებერვალს კახელ მევენახეთა საზოგადოებამ თელავში გამართულ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩია გიორგი მაჭავარიანი და იოსებ ჯანდიერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მარტს სოლომონ ჯავროვი სახელმწიფოსგან პენსიის სახით 10 თუმანს იღებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მარტს სოლომონ ჯავროვის მთავრობისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, იგი თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში ორმოცდაორი წელი მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას წერილი მისწერა მსახიობთა საპროფესორო კავშირის საბჭომ კაფე "პარიზის" ტერიტორიის მათი დაქვემდებარების ქვეშ გადაცემის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: გიორგი ჟურული, თედო ღლონტი, ივანე ჯაფარიძე, დავით ქუთათელაძე, ბაგრატ ვირსალაძე, სამსონ ასათიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და რაჯდენ დათეშიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: გიორგი ჟურული, თედო ღლონტი, ივანე ჯაფარიძე, დავით ქუთათელაძე, ბაგრატ ვირსალაძე, სამსონ ასათიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და რაჯდენ დათეშიძე. კრების დადგენილებით, საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს აეკრძალა ფინანსურ სექციასთან შეუთანხმებლად ამ მიმართულებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: გიორგი ჟურული, თედო ღლონტი, ივანე ჯაფარიძე, დავით ქუთათელაძე, ბაგრატ ვირსალაძე, სამსონ ასათიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, იასონ ლორთქიფანიძე და რაჯდენ დათეშიძე. სხდომის დადგენილებით, სექციებს შტატებისა და ხელფასების პროექტი საფინანსო სექციისთვის უნდა წარედგინათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციას 19 დეკემბრის სხომაზე მიღებული დადგენილების შესახებ. კერძოდ, გამგეების თანაშემწეები თავად სექციებს უნდა აერჩიათ და დასამტკიცებლად წარედგინათ კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას 18 იანვრის სხდომის დადგენილების შესახებ. კერძოდ, სექციას დაევალა ყარაიაზის დიდმთავრისეული მამულისა და ალავერდის მადნების დაცვა და მფარველობა. ასევე, სამხედრო უწყებებისაგან ცხენების ჩაბარება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 4 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას 2 იანვრის სხდომის დადგენილების შესახებ. კერძოდ, კახეთის რკინიგზის მოსამსახურენი და მათი აღმასრულებელი კომიტეტი გათანასწორებულნი უნდა ყოფილიყვნენ ფუნქციებითა და უფლებებით ამიერკავკასიის რკინიგზის მოსამსახურეებთან და მათ კომიტეტთან. ხელს აწერენ დავით ნახუცრიშვილი და პავლე საყვარელიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც თავმჯდომარედ აირჩიეს ივანე გობეჩია, მდივნად – აკაკი ფაღავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა: 1. ქართველი ერი დგას რუსეთის ორიენტაციის გზაზე; 2. საქართველო რუსეთთან ერთად ავითარებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნაციონალურ გეგმებს; 3. ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ ორგანოს – „ამიერკავკასიის კომისარიატს“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა ამიერკავკასიის სეიმში ქართული ეროვნული საბჭოს დაფუძნება, ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ დადგინდა, რომ რუსეთის სამოქალაქო ომის გაგრძელებიშ შემთხვევაში, სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა მოწვეულიყო ადგილობრივი დამფუძნებელი კრება, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით გაატარებდნენ საჭირო ღონისძიებებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა ეროვნულ საბჭოს დაევალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ ეთანხმებოდა კავშირს რუსულ დემოკრატიასთან, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პოლიტიკური კურსის გადასვლას რუსულ ორიენტაციაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართულებით არ უნდა წასულიყო, რადგან თუ რუსეთის მხარდაჭერა ფრონტის ხაზისთვის იყო სასარგებლო, იგი აზიანებდა ქვეყნის ურთიერთობას რუსეთის მოწინააღმდეგე ერებთან (ოსმალეთი, უკრაინა, გერმანია).
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ სეიმისა და საბჭოს წევრობა არ უნდა შეეძლოთ ერთი და იმავე პირებს, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სეიმი გაბატონდეს ქართულ პარლამენტზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე იოსებ გობეჩიამ განაცხადა, რომ სეიმი უნდა დაყოფილიყო პოლიტიკურ და არა, ეროვნულ სექციებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიას მოხსენების შემდეგ გადაწყდა, რომ საბჭო ადგილს დაუთმობდა არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციით შედგენილ დეპუტატებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველი ქართული ეროვნული ყრილობის დადგენილებით ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარეს უნდა მოეწვია ეროვნული საბჭოს პირველი ყრილობა სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე ივანე გობეჩია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე სამაჰმადიანო საქართველოს თვითმართველობის აღიარება შეიტანეს რეზოლუციაში. ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე ივანე გობეჩია.

