რეგისტრირებული ფაქტები89217
სორტირება თარიღი მზარდობით
1955
ტიპი: თანამდებობა
1955 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.
1955
ტიპი: თანამდებობა
1955 წლიდან გრიგოლ ჩიქოვანი გამომცემლობა „საბჭოთა მწერლის” მთავარი რედაქტორი იყო.
1955
ტიპი: ღონისძიება
1955 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა სამხედრო-ისტორიულ არქივში მოეძებნა ცნობები არჩილის ვაჟის, ალექსანდრეს, პეტრე I-ის გენერალ-ფელცეხმაისტერის, საქმიანობის შესახებ.
1956
ტიპი: თანამდებობა
შალვა მაღლაკელიძის 1956 წელს გაკეთებული ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით ვიგებთ, რომ თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი 114-ე პოლკს მეთაურობდა. მოგვიანებით ლვოვის დროებითი მთავრობის მიერ სამხედრო და სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე და ახალქალაქი) საგანგებო რწმუნებულად დაინიშნა. შემდეგ კი თბილისის გუბერნიის მეთაურად აირჩიეს.
1956
ტიპი: თანამდებობა
1956-1959 წლებში გიორგი კაჭახიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს თავმჯდომარე.
1956
ტიპი: თანამდებობა
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას გალაკტიონ ტაბიძე ხელმძღვანელობდა.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის შესახებ საქართველოს მწერალთა კავშირში აღმოჩენილი მასალები.
1956
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1956 წელს მიხეილ დიმიტრის ძე რჩეულიშვილს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
1956
ტიპი: ღონისძიება
1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე, საიდანაც ირკვევა, რომ მას არანაირი ჯილდო არ მიუღია მთავრობისგან.

