რეგისტრირებული ფაქტები89217
სორტირება თარიღი მზარდობით
1956
ტიპი: თანამდებობა
1956 წლის 14 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძე მოსამართლედ მუშაობდა. იგი შვილის დასახმარებლად საკუთარი ეკონომიური მხარის გაუმჯობესებას ცდილობდა.
1956
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1956 წლის 30 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათი გვარი მე-11 საუკუნიდან იყო საქართველოში. იმ ეპოქაში მოღვაწე მხატვრის მიქელ მაღლაკელიძის შესახებ სტატია მოსკოვში გამოცემულ ჟურნალ „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მაცნეში“ იყო გამოქვეყნებული.
1956
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1956 წლის 30 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ეგნატე ინგოროყვამ მე-10 საუკუნით დათარიღებული ქართული ნოტები გაარჩია.
1957
ტიპი: ღონისძიება
1957 წელს ვიტალი უგრეხელიძე, ვალერიან ხელაძე, ვლადიმერ ლაღიძე და გიორგი ჯავახიშვილი ლონდონში ცხოვრობდნენ.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 12 წლის მანანა მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-6 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 14 წლის მაიკო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-8 კლასში ფრიადებზე სწავლობდა.
1957
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1957 წელს 15 წლის ნინო მიხეილის ასული კვალიაშვილი პოზნანში ცხოვრობდა და მე-10 კლასში სწავლობდა.
1957
ტიპი: ღონისძიება
1957 წელს მიხეილ კვალიაშვილს, როგორც რეპატრიანტს, პოლონეთის მთავრობამ დახმარება, თვეში 600 ზლოტი, დაუნიშნა.
1957
ტიპი: ღონისძიება
1957 წელს ანდრია მელიტონის ძე ბალანჩივაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

