რეგისტრირებული ფაქტები89221
სორტირება თარიღი მზარდობით
1957
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1957 წლის 25 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ ლადო მაღლაკელიძეს ორივე ფეხის პროთეზი სჭირდებოდა. მას პროთეზულ-ორთოპედიული ცნობა გაუგზავნა და სთხოვა, გაეგო, შესაძლებელი იყო თუ არა გერმანიიდან პროთეზის თბილისში გაგზავნა.
1957
ტიპი: თანამდებობა
1957 წლის 25 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძის მიერ შვილისადმი მიწერილი წერილი მოწმობს, რომ ლადო მაღლაკელიძე სამხედრო პირი იყო. იგი ჯარში მსახურობის დროს მძიმედ დაავადდა.
1957
ტიპი: ორგანიზაცია
1957 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 13 დეკემბრიდან 1958 წლის 13 მარტამდე.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმიდან ხელნაწერთა ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის იანვარში გაიოზ მაღლაკელიძემ შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა და ვამეხ მაღლაკელიძეები დღესასწაულებზე მიუნხენიდან მასთან იყვნენ სტუმრად ჩასულები. ასევე აცნობა, რომ ახალი სამსახური იპოვა.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს გალაკტიონ ტაბიძე მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის მეორე დეკადაში. მისი დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ მონაწილენი მიღწეული წარმატებებისათვის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძე – შრომის წითელი დროშის ორდენით.
1958
ტიპი: თანამდებობა
1958-1962 წლებში ივანე ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი მიუნხენის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე იყო.
1958
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1958 წელს სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს არჩილ პავლეს ძე კერესელიძეს ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1958
ტიპი: ღონისძიება
1958 წელს ალექსი დავითის ძე მაჭავარიანს სსრკ სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.
1958
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1958 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1958
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1958 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე ნარიმანიძეს აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 15 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ლადო მაღლაკელიძე გერმანიაში მას თავად გაუგზავნიდა პროთეზის ფულს.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 10 თებერვალს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ გერმანიიდან ლადო მაღლაკელიძისთვის პროთეზი გაეგზავნა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის აპრილში თბილისიდან ბენია მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატების დასახელება გაეგო და მისთვის გაეგზავნა.
1958
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1958 წლის 26 ივლისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს „ქართლის ცხოვრება“ გაუგზავნა და სთხოვა, რომ აუცილებლად წაეკითხა.

