საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88428

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის ვექილი ი. გუნცაძე სასამართლოს სთხოვდა, ა. აბაზაძისათვის დაევალებინა, წარედგინა 2 წლისა და 2 თვის ანგარიში იმ მამულების მართვა-გამგეობისა, რომლებიც თავიდანვე მას ჰქონდა ჩაბარებული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში გამართულ მცხოვრებ ქართველთა კრებას (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) საქართველოდან გახიზნული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში გრიგოლ იაგორის ძე კირაკოსოვმა მიიღო 43 ხმა, პეტრე ივანეს ძე კოჟინმა – 76, ალექსი ლვოვის ძე კოზლოვმა – 37, გრიგოლ არტემის ძე ქიუჩარიანცმა – 42, სტეფანე დანიელის ძე ლისიციანმა – 77, იაკობ ივანეს ძე მალინინმა – 42, კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილმა – 40.