რეგისტრირებული ფაქტები88463
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ფინეთიდან სიმონ ტერ-პეტროსიანის მიერ ჩამოტანილი იარაღის ნაწილი აბასაბადის მოედანთან, ბაღდასარ მეზურნოვის ბინაში, ინახებოდა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს თბილისში იოსებ ჯუღაშვილმა გიგო კასრაძეს სიმონ ტერ-პეტროსიანი გააცნო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გიგო კასრაძე თბილისის ფოსტის ფულის გადაზიდვის მარშუტებს აკვირდებოდა და ინფორმაციას Боевая дружина-ს აწვდიდა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წელს თამამშევის ქარვასლაში არტემ ქამალოვმა რესტორანი „ტილიპუჭურა“ გახსნა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს გიგო კასრაძემ სიმონ ტერ-პეტროსიანს შეატყობინა, რომ ფოსტაში პეტერბურგიდან თბილისის ბანკის სახელზე 250 000 მანეთი მიიღეს.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს თბილისში, ბაღდასარ მეზურნოვის ბინაში, სიმონ ტერ-პეტროსიანს ხელში კაფსულა აუფეთქდა და თვალი დაუზიანდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თბილისის დემონსტრაციის დროს დაშავებულებისთვის ქალაქის სათათბიროს ხმოსნებმა 107 მანეთი შეაგროვეს, რომელიც მელანია ჩოდრიშვილმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გადასცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მოპარული ფული ალექსანდრა დარახველიძემ და ანეტა სულაქველიძემ ტანზე შემოიკრეს და სიმონ ტერ-პეტროსიანსა და ბარონ ბიბინეიშვილს დანიშნულ ადგილზე გადასცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლში, რომელზეც Боевая дружина გეგმავდა თავდასხმას, მოლარე ვასილ კურდუმოვი იჯდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს Боевая дружина-სთვის სიმონ ტერ-პეტროსიანის დას, გიმნაზიის მოსწავლეს, 12 წლის არუსიაკას, დანიშნულების ადგილზე სასკოლო ჩანთით გადაჰქონდა ყუმბარები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სიმონ ტერ-პეტროსიანმა ფინეთში სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ყუმბარების დამზადება ისწავლა.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1907 წელს თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მეეტლე ფიოდოროვი დაიჭრა.

