რეგისტრირებული ფაქტები89225
სორტირება თარიღი მზარდობით
1960
ტიპი: თანამდებობა
1960 წელს ირაკლი აბაშიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.
1960
ტიპი: თანამდებობა
1960 წლის მაისში გაიოზ მაღლაკელიძემ დიუსელდორფში სამსახური მიატოვა და საცხოვრებლად შტუტგარტში გადავიდა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 16 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მათი ნათესავისთვის გერმანიიდან დამამშვიდებელი წამალი „არტანე“ გაეგზავნა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 16 მაისს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს გრეტა მაღლაკელიძეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
1960
ტიპი: ღონისძიება
1960 წლის 12 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ ლიზა ცაგარელსა და კოლია საღარაძეს გაუგზავნა წერილი , რომლის მიხედვითაც მან მათი ვაჟი, ლევიკო საღარაძე მონათლა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 12 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გრეტა მაღლაკელიძეს მამის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ მიუნხენში გაიოზ მაღლაკელიძეს დირექტორთა სამმართველოს წევრობა მიულოცა.
1960
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1960 წლის 4 ოქტომბერს თბილისიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი მეგობრის შვილს საბჭოთა ექიმები ვერაფრით შველიდნენ. სთხოვა, გერმანიაში კარგ პროფესორთან ეკითხა, ეპილეფსიით დაავადებული მოზარდისთვის როგორ უნდა ემკურნალათ.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წლის ზაფხულში თამაზ კალანდაძის მამის პორტრეტი, რომელიც მოსკოვიდან გამოგზავნილმა მხატვარმა დახატა, მოსკოვის სასოფლო სამეურნეო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წელს იოსებ ბართლომეს ძე მეგრელიძემ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო.
1961
ტიპი: თანამდებობა
1961 წელს იან ბრაუნი ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მისი თაოსნობით ჩამოყალიბებულ ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა.
1961
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1961 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე გუდიაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წელს დავით ალექსანდრეს ძე თორაძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1961
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1961 წელს ოთარ ლავრენტის ძე თევდორაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წელს არჩილ პავლეს ძე კერესელიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1961
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1961 წელს ირაკლი ლავრენტის ძე მათიკაშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1961
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1961 წელს მიხეილ დიმიტრის ძე რჩეულიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

